"ის რაც ჩემი თვალით ვნახე, ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა!" - რას წერს ჯაბა ქარსელაძე პრეზიდენტისა და პირველი ლედის გაცნობის შემდეგ

"ის რაც ჩემი თვალით ვნახე, ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა!" - რას წერს ჯაბა ქარსელაძე პრეზიდენტისა და პირველი ლედის გაცნობის შემდეგ

მომღერალი ჯაბა ქარსელძე პარიზში საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას შეხვდა. მარგველაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც ცნობილია, ჯაბა ქარსელაძე იქ უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. პირველი ლედისა და პრეზიდენტის გაცნობის შემდეგ ემოციებს მომღერალი "ფეისბუქზე" წერს.

"მინდა გითხრათ ჩემი მოკრძალებული აზრი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტსა და პირველ ლედიზე! გუშინ მქონდა პატივი შევხვედროდი პარიზში ამ ორ არაჩვეულებრივ ადამიანს და გამეცნო პირადად.

მათზე ძალიან ბევრი კარგი რამ მსმენია თუმცა ის რაც ჩემი თვალით ვნახე, ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა! ესეთი თბილი, უშვალო, განათლებული და უპოზიტივესი პრეზიდენტი მემგონი არცერთ ქვეყანას არ ყავს და მე ამითი ძალიან ვამაყობ და მინდა რომ თქვენც იამაყოთ ჩვენი პრეზიდენტით!!!#mrpresident

ნუ პირველ ლედიზე არაფერს აღარ ვამბობ იმიტომ რომ დამრჩა შთაბეჭლიდება რომ უკვე წლებია ვიცნობ და ესეთი სითბო მე ძალიან დიდი ხანია არ მიგრძვნია არცერთი ახალგაცნობილი ადამიანისგან!

აქვე მინდა ძალიან დიდი მალდობა გადაუხადო ჩემს ძალიან კარგ, უნიჭიერეს და უმაგრეს მეგობარ Ekaterine Mishveladze-ს ამ ულამაზესი საღამოსათვის და ერთს დავამატებდი რომ პრეზიდენტის მთლიანი გუნდა ძალიან შეკრული და ძლიერია!!! <3 <3 <3 My big respect to them...", - წერს ქარსელაძე.

"ერთ ლამაზ, წვიმიან საღამოს მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა..." - გრიგოლ გეგელია დაქორწინდა

"არ დაიჯეროთ, რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს" - მოდელი რუსა ჩაჩუა იდეალური გარეგნობის საიდუმლოს ამხელს

"დღეში 15 ლარამდე გამომდის" - მარტოხელა დედა თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს