"გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ, რაც, სამწუხაროდ, ნაადრევია" - რას წერს გია მაისაშვილი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ, რაც, სამწუხაროდ, ნაადრევია" - რას წერს გია მაისაშვილი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

გუშინ ერთ-ერთმა ქართულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გია მაისაშვილმა სიმსივნე დაამარცხა. სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. მოგვიანებით გიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტებითი პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩემო ძვირფასებო, რომელიღაც სააგენტომ, ალბათ კარგი განზრახვით, გაავრცელა ერთი წლის წინანდელი ინფორმაცია ჩემი სრული გამოჯამრთელების შესახებ, გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ. რაც, სამწუხაროდ, ნაადრევია. იმედია, საბოლოოდ ასეც იქნება. ახლა მკურნალობა ჰიუსტონში მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ თუ დღევანდელი კარგი მდგომარეობა შენარჩუნდა, იანვრის ბოლოს ჩამოვიდე და იგივე მკურნალობა თბილისში გავაგრძელო. ასევე დავუბრუნდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას იმ ხნის მანძილზე, რაც დამრჩა. ამდენი კეთილის მსურველის შემყურე არ მემეტება ჯერ იმქვეყნად წასვლა, ჯერ არ მაქვს აქაური ამოცანა დასრულებული, თორემ განა ყველა იმ ქვეყნის შვილები არ ვართ. მაგრამ აქ ამდენი საქმეა, ამდენი მოსაფერებელია, ოჯახი, შვილები, მეგობრები, სტუდენტები, თქვენ, თორემ შეუცვლელი არავინაა, მხოლოდ შვილებისთვის ხარ შეუცვლელი, განსაკუთრებით როცა ისინი ასე პატარები, არიან. ამაზე არც მინდა საუბარი. სანამ ამ ქვეყნად ვართ, ვეცადოთ იგი ცოტათი მაინც გავალამაზოთ. იცოცხლეთ დიდხანს ლამაზად!!!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს