აჭარას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება - რას წერენ "გაყინული ბათუმელები" ფეისბუქში

აჭარას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება - რას წერენ "გაყინული ბათუმელები" ფეისბუქში

ცენტრალურ მაგისტრალზე გაზის მილის დაზიანების გამო ბათუმს, ხელვაჩაურსა და სარფს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ბათუმში თოვლი და 0 გრადუსი ტემპერატურაა. გაზმომარაგების შეწყვეტის გამო ბათუმის ზოგიერთ სკოლასა და ბაღში სასწავლო პროცესიც შეწყვეტილია.

ბათუმელები გაზის გათიშვის გამო შეშფოთებულები არიან, თუმცა ერთმანეთს ბუხრის სითბოზე ეპატიჟებიან და სოციალურ ქსელში სახალისო პოსტებს აქვეყნებენ:

გიორგი ხიმშიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე:

"ვისაც გაზი არ გაქვთ შეგიძლიათ შემოგვიაროთ საიაში".

გია სურმანიძე - "ბათუმის 25-ე" არხის დირექტორი:

"როდესაც აბონენტი თანხის გადახდას დააგვიანებს თუნდაც ერთი საათით ეგრევე ითიშება გაზი. მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში როდესაც თვით კომპანია "სოკარი" რეგიონს ტოვებს გაზის გარეშე ამ კომპანიის პასუხისმგებლობა არაა???

ლია მგელაძე:

გაზიც მთავრობასავით გვეთამაშება. წავიდაა. აბატონო ამ სიცივეში რო იღვიძებ და გაზი არაა .ესენი ნორმალურები არიან საერთოდ და ამათ ქვია მთავრობა?????

მანანა ძიძიშვილი, "გაზეთ აჭარას" ჟურნალისტი:

ღამის 3 საათიდან "ვეძებ" გაზს.... ეტყობა, ისიც გაიყინა :D P.S ისე, რომ რამე  "კერასინკაც" მაქვს.... დედამ არაფრით გადამაგდებინა...  ჭკვიანი ქალი იყო ჩემი ულამაზესი დედიკო.

მაია მერკვილძე, ჟურნალისტი:

რატომ არ მიყვარს თოვლი და... "სოკარმა" ავარიული გათიშვაა და დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება აღდგენაო, ელექტროღუმელიც გაფუჭდა... დიდი ხნისაა და ასეთ დროს შუქის გამორთვას შეჩვეული იყო. ენერგოპრომ რომ არ გამორთო, თავისით გაითიშა.

ნინო სიორიძე:

ბათუმში გათოვდა რის გამოც:

ა) არ გვაქვს შუქი;

ბ) არ გვაქვს გაზი;

გ) ქალაქში მოძრაობა გართულებულია;

დ) ყველა პასუხი სწორია.

ზურა ბაუჟაძე, ჟურნალისტი:

გაყინული ბათუმელები ამ დილით ხვდებიან რომ არ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ერთი კომპანიის იმედზე. არჩევანი უნდა გვქონდეს და არა სოკარის მონოპოლია.

ტარიელ ვარშანიძე:

გაზი ჩართეთ!!! უბრალოდ წარმოიდგინეთ ამ წუთას რამდენი ხალხი გაგინებთ და იმენა ასეთ ყინვაში რომ მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებთ...

ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ბათუმის ზოგიერთ უბანში გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო. "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" ინფორმაციით, გათიშულ 50 ათას აბონენტს გაზმომარაგება დღის ბოლომდე ჩაერთვება.

ფოტოები: გიორგი ხიმშიაშვილი, მანანა ძიძიშვილი, ირინა ჟორჟოლიანი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს