"ადამიანები ბოლომდე არ დამსგავსებიან მთავრობის გავირთხებულ წევრებს" - ნათია ფანჯიკიძე გურამ გაბესკირიას ვაჟის გათავისუფლებას ეხმაურება

"ადამიანები ბოლომდე არ დამსგავსებიან მთავრობის გავირთხებულ წევრებს" - ნათია ფანჯიკიძე გურამ გაბესკირიას ვაჟის გათავისუფლებას ეხმაურება

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თავდაცვის სამინისტროში დაწყებულ ოპტიმიზაციას და გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ ეროვნული გვარდიიდან აფხაზეთის ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ვაჟი გაათავისუფლეს.

"მართალია ამ ქვეყანაში მტრის შესაკავებლად დაღვრილ სისხლს, ვაჟკაცობას, გმირობას ცინიკურად დაუკარგეს ფასი, მაგრამ ადამიანები, საბედნიეროდ ჯერ ბოლომდე არ დამსგავსებიან მათი მთავრობის გავირთხებულ წევრებს. ადამიანებისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია და განსხვავდება გმირობა ვირთხობისგან. ყველას გვახსოვს გურამ გაბესკირიას უკანასკნელი სიტყვები მტრის პირისპირ, დაჩოქება რომ უბრძანეს - "არასდროს ცხოვრებაში". ასე ამაყად დასცინა კაცმა, - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - სიკვდილს და მტერს.

რამდენიმე დღის წინ რა ქნა მოწადინებულმა იზორიამ, გამოიცანით? გურამ გაბესკირიას შვილი, მამამისივით ვაჟკაცი კაცი შემცირებაში მოაყოლა! ალბათ იფიქრა თავის მოქნილი და პიროვნულად მასშტაბურად მჭვრეტი ტვინით, ალასანიას მამასთან ერთად რადგან მოკვდა, ივანიშვილს ვაამებ, თუ გავანთავისუფლებო (ივანიშვილს ხომ ცნობილია, აქვს ალერგიის სახეობა ალასანია). უარესი რა არის იცით? კრებით იზორიებს, მურუსიძეებს, შოთაძეებს - შემკამათებელი და გონში ჩამგდებიც რომ არ გამოუჩნდებათ ხოლმე. ასეთია ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სახე, თავწახრილი მორჩილი თაგუნების პარადი, რომლებმაც იყნოსეს, ბიძინა მართლა 2030-მდე იქნებაო და მთელი ძალებით ადაპტაციას ცდილობენ გასუსულობით და საკუთარ ისედაც უბადრუკ თავებზე უარის თქმით. მთავარია, არ მოშივდეთ. ღმერთმა გასაჭირი არ ქნას ამ ქვეყანაში, რამე რომ იყოს, ამათ რა უნდა იომონ? ისევ უპატრონოდ მიატოვებენ ჯარისკაცებს და თქვენ, ნებისმიერს ვინც ახლა ამას კითხულობთ, აგიფარებენ ტყვიაზე და თვითონ გადარჩებიან. საყვარლები...

მოიცათ, ჯერ არ დამიმთავრებია, ზღაპრის ბოლო სასაცილოდ კეთილია. ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ფაქტზე აღშფოთდა, ხმაური ატყდა. მიხვდნენ თაგუნები, მთლად ასეც არ ივარგებსო და მეორე დღეს აღადგინეს. თანაც გაზეთებშიც დაბეჭდეს, რას ამბობთ, ჩვენ ვგიჟდებით გმირებზეო. ვაშა და დიდება იმ საქართველოს, რომელიც გაბრაზდა" - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში დაწყებული ოპტიმიზაციის ფარგლებში, ეროვნული გვარდიიდან გაათავისუფლეს აფხაზეთის ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ვაჟი, რომელიც აღნიშნულ უწყებაში 2013 წლიდან მსახურობდა.

ვლადიმერ გაბესკირია თავად დაგვიკავშირდა და გვიამბო, რომ ადმინისტრაციის უფროსმა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აცნობა და ისიც უთხრა, რომ ორი თვის ხელფასი ეკუთვნოდა. თუმცა, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გაბესკირიას თავდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

წაიკითხეთ: "ეროვნული გმირების ოჯახებს ასე "აფასებენ..." - სოხუმის დახვრეტილი მერის ვაჟი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს