მარიამ კუბლაშვილის პასუხი ია ფარულავას სკანდალური პოსტის შემდეგ - "თუ პირადი სამიზნე ვარ, კომპანია შეგეშალათ"

მარიამ კუბლაშვილის პასუხი ია ფარულავას სკანდალური პოსტის შემდეგ - "თუ პირადი სამიზნე ვარ, კომპანია შეგეშალათ"

მსახიობმა ია ფარულავამ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ კომპანია "დეშელი" პიარის მიზნით მის სახელს იყენებს.

მისი ინფორმაციით, კომპანიიდან, ხალხს ურეკავენ და ატყუებენ, რომ მათი მომხმარებელი ია ფარულავაა.

"მარიამ კუბლაშვილის კანტორიდან სახელად ლაქშერი კოსმეტიკი, რომელიც იგივე ყოფილა რაც დე შელი ქალბატონებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ია ფარულავა არის ჩვენი მომხმარებელი სრული სიცრუეა, არ დაიჯეროთ მაგათ ვაჩვენებ მე სეირს" - წერდა ია.

მსახიობის სკანდალური სტატუსის შემდეგ, კუბლაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კომპანია "დეშელის" შესახებ ცნობილი სახეები საუბრობენ. ვიდეოს ადვოკატმა შემდეგი შინაარსის კომენტარი დაურთო:

"პიარისა და მარკეტინგის ყველაზე მარტივ წესს დავარღვევ და ჩემთვის პატივსაცემი, ხალხისთვის საყვარელი მსახიობის განცხადებას გამოვეხმაურები. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ინდივიდს სიტყვისა და აზრის თავისუფლებას უზენაესი კანონი ანიჭებს, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკისა და გამძაფრებული კონკურენციის ფონზე აღნიშნული ხშირად რეალობის დამახინჯებასა და კომპანიისა თუ ინდივიდის რეპუტაციის შელახვას იწვევს. ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, რომელსაც არასდროს დაუხევია უკან კანონის დარღვევისა თუ უსამართლობის წინაშე და ხშირად გამოსულა ძლიერი მხარის წინააღმდეგ სუსტის დასაცავად, სრულიად მიუღებელი და შესაგუებლად ურთულესია ჩემი პიროვნებისა თუ იმ კომპანიის წინააღმდეგ წამოსული უსამართლო ბრალდებები, რომლის დირექტორიც ვარ. სწორედ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მტკიცებულებებით საუბარი მჩვევია. ვიდეო, რომელსაც ვაქვეყნებ, დაახლოებით ერთი წლის წინ არის შექმნილი.

მას შემდეგ კომპანიამ უამრავი სიახლე დანერგა, სახის მოვლის სხვადასხვა აპარატურული მეთოდი და ბრენდული პროდუქცია შემოიტანა, რასაც მოჰყვა კიდეც მომხმარებელთა რაოდენობრივი ზრდა და მომსახურების ხარისხის დახვეწა. ვიდეო რგოლში, საზოგადოებისთვის საყვარელი ცნობილი ქალბატონები არიან წარმოდგენილნი, რომლებიც ჩვენი კომპანიის ერთგული მომხმარებლები არიან. მათ მსგავსად კომპანიის მომხმარებელთა ბაზაში დღეის მდგომარეობით უამრავი წარმატებული და ცნობილი პიროვნება ირიცხება, თუმცაღა მათი სახელის გასაჯაროება და ამით სარგებლის ნახვა ნებისმიერ სამართლებრივ თუ მორალურ ჩარჩოებს სცდება და ამ ხერხისთვის კომპანიას არასდროს მიუმართავს. ამდენად, სრულიად გაუგებარი და მარკეტინგული თვალსაზრისით ალოგიკურია, არაერთი ცნობადი მომხმარებლის უგულვებელყოფა და არარსებული მომხმარებლის გამოგონება.

დავაზუსტებ რომ ეს "მარიამ კუბლაშვილის კანტორა" არ არის, ეს ბატონი მიხეილ ლუბარსკის ესთეტიკური ცენტრი "Luxury Cosmetics"-ია, რომლის დირექტორიც გახლავთ მარიამ კუბლაშვილი. თუ პირადი სამიზნე მე ვარ, მაშინ კომპანია შეგეშალათ, მე ნამდვილად მეკუთვნის იურიდიული კომპანია "მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი"... მიუხედავად ყველაფრისა, ანტიპიარიც პიარია...დიდი მადლობა!", - წერს კუბლაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს