იყიდება თუ არა თბილისში ლუნას "ღორჯო ყრდელში" - "ჩემი ცოლის დაქალების" სპეციალური განცხადება

იყიდება თუ არა თბილისში ლუნას "ღორჯო ყრდელში" - "ჩემი ცოლის დაქალების" სპეციალური განცხადება

რამდენიმე დღის წინ სიტყვა ყრდელმა ფეისბუქ-სივრცე მოიცვა. ძიების შემდეგ, ინტერნეტსაზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ერთგვარი მხალია, სასალათე მცენარე, რომელსაც ყველა კუთხეში სხვადასხვა სახელით იცნობენ.

"ღრჯო ყრდელით" და "ყრდელზე გადარეული ევროპა" - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელს ეს ფრაზებიც კარგად ეცნობა. გუშინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი სუპერმარკეტში გადაღებული ფოტო, რომლის თანახმადაც დახლებზე ყბადაღებული "ღორჯო ყრდელით გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, "ჩემი ცოლის დაქალების" ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გავრცელდა:

"მეგობრებო, გვსურს განგიმარტოთ, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახლახანს გამოჩენილ სალათს, სახელწოდებით "ღორჯო ყრდელში" არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა კრეატივთან, ბათე ჯენერალსთან და ჩვენს სერიალთან.

სუპერმარკეტების ქსელმა ჩვენი სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟის, ლუნა მაზიაშვილის მოფიქრებული და სერიალში არაერთხელ გაჟღერებული კერძი "ღორჯო ყრდელში", ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების ან ნებართვის გარეშე დაარქვა გაურკვეველი შემადგენლობის მქონე სალათს და ჩაუშვა გაყიდვაში.

შესაბამისად, ვემიჯნებით სუპერმარკეტის მიერ მყიდველის შეცდომაში შეყვანის მცდელობას - თუ შეიძენთ ნუ გეგონებათ, რომ ჩვენი ლუნას საფირმო სალათს მიირთმევთ" - ნათქვამია განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს