"კითხე ერთი, ჩვენთან არ მოვა?" - ვინ არის "სეკრეტ სანტა" მინისტრთა კაბინეტიდან

"კითხე ერთი, ჩვენთან არ მოვა?" - ვინ არის "სეკრეტ სანტა" მინისტრთა კაბინეტიდან

"სეკრეტ სანტას" აქციაში მთელი საქართველო ჩაერთო. "სანტები" საჩუქრებს უცნობ ადრესატებს უგზავნიან, ისინი კი ემოციებს მეგობრებს "ფეისბუქის" მეშვეობით უზიარებენ. როგორც აღმოჩნდა წინასაახალწლო აქცია-თამაში სამინისტროებშიც პოპულარულია.

ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის სამინისტროს პიარის დეპარტამენტის უფროსმა სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით "სეკრეტ სანტა". ფოტო მინისტრის კაბინეტშია გადაღებული. მართალია მამაკაცს სახე არ ჩანს, თუმცა როგორც ფოტოს კომენტარებიდან გაირკვა,

"სანტა" კახი კალაძეა.

"როგორ მეცნობა... კითხე ერთი, ჩვენთან არ მოვა?"; "მისამართს დავწერ რა, არ შეიძლება?" - წერენ ფოტოს კომენტირებისას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს