რას წერენ ვერა ბრეჟნევას ქართული სიმღერით აღშფოთებული და აღფრთოვანებული ქართველები "ფეისბუქზე"

რას წერენ ვერა ბრეჟნევას ქართული სიმღერით აღშფოთებული და აღფრთოვანებული ქართველები "ფეისბუქზე"

"ვიაგრას" ყოფილი სოლისტი და კომპოზიტორ კონსტანტინ მელაძის მეუღლე ვერა ბრეჟნევა ქართულად ამღერდა. რუსულ საახალწლო შოუში მან დუეტში იმღერა "ჩიტო-გვრიტო" ვალერი მელაძესთან ერთად, ძმას და მეუღლეს კი აკომპანიმენტს კონსტანტინ მელაძე უწევდა.

ბრეჟნევამ "ჩიტო-გვრიტო"-ს მცირე ფრაგმენტი ქართულ ენაზე შეასრულა. სექსუალური ვერას ნამღერმა ქართული სოციალური ქსელების მომხმარებლები ორად გაყო: აღფრთოვანებულებად და აღშფოთებულებად. ორივე მხარეს მოხიბვლისა და განხიბლვის სხვადასხვა არგუმენტი აქვს:

მოისმინეთ ვერა ბრეჟნევას "ჩიტო-გვრიტო"

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი

კითხვას - მოიწონებდით თუ არა, ვთქვათ Gwen stefani-მ ან Beyonce-მ რომ იმღეროს "ჩიტო-გვრიტო", თან პოლ მაკარტნისთან ერთად, - ვერა ბრეჟნევას ქართველი ფანები უპასუხებდნენ ასე - მარტო ჩიტო-გვრიტოშიც არაა საქმე, რუსულადაც ხომ იმღერა დუეტმა და... ჩვენ კი ეს ინგლისური არც გვესმის და, საერთოდ, რა გაგვიხურეთ საქმე?

სანდრო გვინდაძე, ბლოგერი

უკიდურესად მაღიზიანებს და ტვინში სისხლი მექცევა, პუტინის კარის ნებისმიერი მასხარა სიტყვა "Грузия-ს" რომ იძახის, რაღაც ამაზრზენ ოღრაშულ უწი-პუწობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. რაის ვერა ბრეჟნევა, რაის "ჩიტო-გვრიტო", რუსული პროპაგანდის ფლაგმანის ეთერში? ტრ...ი გაიკეთონ საქართველოს "სიყვარული" და უფროსი ძმის კომპლექსიც მიაყოლონ იქვე. ესენი ჯანდაბას, მაგრამ ჩვენებს რაღატო უხარიათ, ნეტა ეგ გამაგებინა.

დუდანა ზაქარაია, ბლოგერი

სხვა გარემოებებს თავი რომ გავანებოთ, ძაან გოიმურია ზოგადად "გოლუბოი ოგონიოკი" და მსგავსი გადაცემები, ეს ნომერიც გამონაკლისი არ იყო თავისი ჩიტო-გვრიტოთი. ეს მელაძეები ხომ დაბერდნენ და დაშტერდნენ, ბრეჟნევა ბოლო ვაგონს შეახტა და უხარია. თქვენ რა გიხარიათ, ამ უნიჭობას რომ აზიარებთ დილიდან?

პაატა ქურდაძე - მწერალი, დოკუმენტალისტი

არ მესმის რა განერვიულებთ მოსკოვში ვიღაც ორი გოიმის ნამღერ ორ აკორდიანი "შიტო გვრიტოს" გამო, ეგეც ხასანბეგურა არ იყოს რა!...

გია ნოდია, პოლიტოლოგი

რა მექნა, მეც ვნახე ვერა ბრეჟნევას და ვალერი მელაძის დუეტი. გულისამრევი კიჩია - მაგრამ ამ შეფასების გაკეთება დროის დაკარგვად არ ღირს. მთავარია, რომ ის კულტურულ-პოლიტიკური მითის რეპრეზენტაციაა. პეროიან და არც ისე პეროიან ქართველებს გვიტყდება, რომ ოცდაჩვიდმეტრუბლიანი გადაფრენის შემდეგ რუსი დიაცის საშოში ჩაკარგვის მითი კვლავ იზიდავს ქართულ სექსო-პოლიტიკურ ფანტაზიას და ათასობით "ლაიქად" განსხეულდება. ისიც გასაგებია, რომ ეს პერფორმანსი პირველ რიგში სულელ ქართველებზე გამიზნული პროპაგანდა გვგონია და მთლად მტყუანი არა ვართ. მაგრამ ის შიდარუსული მოხმარებისთვისაცაა გამიზნული. ჩიტო-გვრიტო გრუზინი რუსული მითიცაა, და მათაც აქვთ მასზე რეალური ნოსტალგია.

ქართულ-რუსული ურთიერთობა მარტო გეოპოლიტიკა არაა, სექსოპოლიტიკაცაა. როცა რუსი პოლიტილოგები ამერიკელებს ეუბნებიან, რაც ჩემი ყურითაც მაქვს მოსმენილი: "we don’t like it when Americans get into bed with us and Georgians" (ანუ არ მოგვწონს, როცა ჩვენ და ქართველებს ლოგინში გვიწვებითო), ეს მეტაფორა შემთხვევითი არაა. ამერიკა, აცალე ვერას ჩიტო-გვრიტოსთან სექსი!" - წერს ნოდია.

"ტიპებმა #ნბავოუთ ზაზა ფაჩულია რო ფაბლიკზე უნდა ეყენონ ეგ ვერ დაამუღამეს და ვერა ბრეჟნევა მტერია თუ მოყვარე მაგას დაგიმუღამებენ?" - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმოხმარებელი.

მოისმინეთ ვერა ბრეჟნევას ჩიტო-გვრიტო

რაც შეეხება მათ კომენტარებს, ვინც ბრეჟნევას ნამღერი მოიწონეს და გააზიარეს, მათი არგუმენტები ასეთია:

ბაკურ ბაკურაძე, "ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" პრესსპიკერი

"ე ბიჯო!:))) ამ ვერა ბრეჟნევას თათხვაში რომ არის მთელი ფეისბუქი ჩიტო გვრიტო იმღერაო. ქმარი ქართველი ჰყავს, ქართული ოჯახის დიასახლისია, ქმარმა და მაზლმა ქართულად აამღერეს და რა გინდათ რა? მაშინ შემოსვით სასწრაფოდ ვირზე უკუღმა გლაფირა და შემოუსვით წინ და უკან აგული და პიპინია და ჩამოატარეთ ქალაქში. თუმცა, იმდენი ციციკორე ხართ ვირის გასავლელი ადგილი სად დარჩება" - წერს ბაკურაძე.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა, კარდიოლოგი:

რა გაუხურეს ამ ბრეჟნევას, გამოვიდა ლამაზი და უმღერა ქმარს ქართულად! ვანოს შოუს რომ ჰყავდა სტუმრად, მახსოვს, ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ ქონდა დარჩენილი! ქეთა თოფურიაც გამოდიოდა მაგ კონცერტზე და არავის ულანძღია! რავა ყველას ეზიზღება სხვისი ლამაზი ცოლი! კატა ვერ შეწვდა კალბასას, პარასკევია კაკრასაო.

P.S. არც ხმა მაქვს, არც სმენა და არც ბრეჟნევას ვიდზე და კი ვარ ჩემთვის ჩუმად.

ბრეჟნევასადმი მხარდაჭერას გამოხატავენ სხვა ინტერნეტმომხმარებლებიც:

"ბუშმა რომ რაღაც აფრიკული იცეკვა ქართულ მუსიკაზე, ის არ იყო გულისამრევი და სიბანძე?! ბრეჟნევა აფხაზეთს და სამაჩაბლოს ნამდვილად ვერ დააბრუნებს, მაგრამ რითიც შეუძლია იმით გამოხატავს პატივისცემას და სიმპატიას ქართველებისადმი და ჩვენგან გასხვავებით ერის მოღალატედაც არ გამოაცხსდებენ რუსეთში"

"ნეტა რომელიმეს ვინც აქ ფსევდო პატრიოტულ სიბრძნეებს ჯღაბნის, რა გაგიკეთებოათ თქვენი ქვეყნისთვის ? რატომ უნდა იცოდეს ბრეჟნევამ ქართული?? ან მელაძეებმა რა დაგიშავათ ? თქვენზე მეტი ქართველები არიან მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრებაა უცხო ქვეყანაში მოღვაწეობენ მაგრამ მათზე უფრო ითქმის რომ ქართველები არიან ვიდრე თქვენისთანები !

"ხალხნო კარგით რა ნუ ხართ ასეთი შურიანები უყვარს ხალხს ემღერება, დაე უყვარდეთ და ემღერებოდეთ ახალ წელს მაინც. მე მომეწონა გაიხარონ. თან არ დაგავიწყდეთ, ეს ხომ შოუა, შოუ. გათვლილია ხალხზე, მასაზე, მასის ემოციებზე ეს მათი სამუშაოაააა, ასე ხშირად წლობით შეიძლება სულ სხვა ურთიერთობა ქონდეთ ცოლ-ქმარს შოუში და სცენაზე და ხალხის დასანახად კი შოუს დგამენ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს