ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე - "კაციშვილი აღარ ყავს გარშემო, ვინც გააჩერებს"

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე - "კაციშვილი აღარ ყავს გარშემო, ვინც გააჩერებს"

"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"არაერთი წელია ვხედავ, რომ მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.

არაერთი წელია ვთვლი, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი - როცა კედელს უკეთებ, უკან იხევს და უფსკრულს შორდება.

თუ კედელში სუსტი რგოლი იპოვა, ჯეგავს და კვლავინდებურად უფსკრულისკენ მიიწევს.

ბავშვივითაა - იქამდე ტირის, სადამდეც გასდის.

ვისაც მიშას კარგად ყოფნა გსურდათ, მისთვის "არა"-ს თქმა უნდა გესწავლათ.

ზოგმა ეს ვერც ფიზიკურად შეძლო - დიდი ბიჭისთვის "არა"-ს თქმას მყარი ხერხემალი უნდა.

გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მიშას ამ მდგომარეობით სარგებლობა გადაწყვიტა - მიშას "კარზე" ადგილი გამოთავისუფლდაო და მოჩვენებითი ძალაუფლების "15 წუთით" ტკბებიან (ძალიან ხანმოკლეა მათი ტკბობა).

ჩვენ, ვისაც "არა"-ს თქმა შეგვეძლო, ყველა რესურსი ამოვწურეთ.

მიშას უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

მას ახლა კაციშვილი აღარ ყავს გარშემო, ვინც გააჩერებს - მაგალითად აუხსნის, რომ გიგი უგულავას ცილისწამების კამპანია მხოლოდ მისთვისაა დამღუპველი.

ახლა, მიშას მემკვიდრეობის (ეს სიტყვა არ უყვარს) გულშემატკივრებს იმედად სარეცხის თოკებიღა გვაქვს, ეგებ თოკებს დაეცეს.

ძალიან, ძალიან ტრაგიკული ამბავია, მაგრამ იოლად პროგნოზირებადი იყო მათთვის, ვინც მიშას და ვითარებას კარგად იცნობდა.

ლიდერებო - მორჩილი ხალხის გეშინოდეთ! ურჩებს მოევლება!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს