"ვისაც ფიზიკური გასაჭირი არ გადგიათ, გააცნობიერეთ რა ბედნიერი ხართ. რა დროს დარდი და დეპრესიაა?!" - გია მაისაშვილი

"ვისაც ფიზიკური გასაჭირი არ გადგიათ, გააცნობიერეთ რა ბედნიერი ხართ. რა დროს დარდი და დეპრესიაა?!" - გია მაისაშვილი

გია მაისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეგობრებსა და გულშემატკივრებს შობა-ახალ წელს ულოცავს და მათ გამამხნევებელ სიტყვებს უძღვნის:

"შობა ახალწელს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი მათ ვინც გაჭირვებულია ფიზიკურად, მატერიალურად, ემოციურად. თითქმის ყველანი ვართ გაჭირვებულნი რაღაცა დოზით და ამ მრავალმხრივ გაჭირვებასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში თავად მყოფს, მსურს გაგიზიაროთ ჩემი სტრატეგია და წახალისება - 1. ოჯახისა და თემის თანადგომა უმთავრესია 2. აქტიური რწმენა გამარჯვების, დამარცხების არ დაშვება 3. კვალიფიციური და პაციენტის ინტერესის მქონე ექიმთა ჯგუფი 4. იღბალი. ამ ოთხივე ამუნიციის სიუხვეს გისურვებთ. ოღონდ არ შეშინდეთ - "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჭილობა" ბრძოლა ბოლომდე გაბედული და გამარჯვება მოვა. თქვენ კი, ვისაც ფიზიკური გასაჭირი არ გადგიათ, გააცნობიერეთ რა ბედნიერი ხართ, გაიღიმეთ, რა დროს დარდი და დეპრესიაა?! სიცოცხლე მშვენიერია. იცოცხლეთ სრულად, ნუ მოგერიდებათ, "პატარა კაცობის" დრო არ არის, წამია წუთი სოფელი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს