ქართველები NBA-ს გვერდს შეესივნენ: "ტიპებმა ტრამპი აირჩიეს და ზაზას არჩევა უკვირთ"

ქართველები NBA-ს გვერდს შეესივნენ: "ტიპებმა ტრამპი აირჩიეს და ზაზას არჩევა უკვირთ"

NBA-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების შუალედური შედეგები, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილზეა!

დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 541 ათასი ხმა. მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) 341 ათასი ხმა.

NBA-ს გვერდიდან ფოტოს 10 000-მდე გაზიარება აქვს და მათი უმრავლესობა ქართველები არიან. ისევე როგორც კომენტარების ავტორები - ფოტოს 14 000 კომენტარიდან ნახევარზე მეტი ქართველებს ეკუთვნით. ზაზას ქართველი ფანები აღფრთოვანებას ვერ მალავენ შედეგების გამო და საკუთარი კერპის წარმატებაში არწმუნებენ უცხოელებს. უცხოელი ფანები კი სკეპტიკურად უყურებენ მონაცემებს, რამდენიმე მათგანმა ზაზა ფაჩულიას მეორე ადგილს სისულელე უწოდა და NBA-ს მოუწოდა, ეს შედეგები შეცვალოს.

იხილეთ ვიდეო: NO NO NO NO... - კომენტატორების რეაქცია ზაზა ფაჩულიას დანახვაზე შედეგებში

ამ უცხოელი ფეისბუქ-მომხმარებლების კომენტარის პასუხად ასობით ქართველი წერს და ალბათ ხვდებით, რომ კარგს არაფერს დაუწერენ ქართველი კაპიტანის ცუდის მსურველს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს NBA-ს გვერდიდან, რომელსაც ქართველი ფანები ერთ-ერთი მომხმარებლის ხუან ვალენსუელას მისამართით წერენ:

"do you know where is mtatsminda?" (იცი სად არის მთაწმინდა?)

"აგინეთ... არ დანებდეთ"

"ამოუტრიალეთ, ოღონდ ინგლისურად"

"ნომერი დაწერე, ბიჭო"

"ტიპებმა ტრამპი აირჩიეს და ზაზას არჩევა უკვირთ"

"ხუან, როუმინგი ჩართე ვერ გიკავშირდებით"

"თქვენი უმადური დედა... რაც ზაზამ გათრიათ წინა წელს, იმდენი ნოვიცკის არ უქნია"

"თარხანთან თუ ვინმეს აქ სვიაზი, გადასცეს, შეაწუხოს დედის ხაზით ნათესაობა და პირველზეც გავალთ"

"ხუან, შენი პრისიონერა დედა ვატირე მე"

"ამის პროფილს შევესიოთ; აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოაა"

"ხუან, მე მამაშენი ვარ"

"ჩემი ძმა რო დაგარტყამს გადაგაფრენს ამერიკაში. დამიხედე ამ უმადურ ამერიკელს"

"უფრო მეტი სტიმული მოგვეცა ქართველებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, მადლობა ხუან!"

"აუ იმდენი ხნის უნახავ ნაცნობს წავაწყდი კომენტარებში რო რავი, მთელი ერი აქ არის"

"ისე მოვიხოდეთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ ბარემ"

"კაი გვეყო, თორე ნატოში აღარ მიგვიღებენ"

"ამის დედაც, მესწავლა ინგლისური, რამეს ხო დავწერდი მეც, არა?"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს