"ძმაო! ძალიან ბევრნი გელით!" - გივი თარგამაძის ემოციური ფოტო და პოსტი უგულავას გათავისუფლებაზე

"ძმაო! ძალიან ბევრნი გელით!" - გივი თარგამაძის ემოციური ფოტო და პოსტი უგულავას გათავისუფლებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თბილისის ყოფილი მერისა და თანაგუნდელის პატიმრობიდან გათავისუფლებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"აი რა მაგარ ხალხთან ერთად შევიტყეთ უძალიანმაგრესი ახალი ამბავი - გიგი თავისუფალია!!!!!!!!!!!!!!

გელით სულ ცოტასაც, ძმაო! ძალიან ბევრნი გელით!" - წერს თარგამაძე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით, ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა.

გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილი მერი საპატიმრო დაწესებულებას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

"ველოდებით", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს