ნიკა გვარამიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან

ნიკა გვარამიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან

"ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან:

თამარ ჩერგოლეიშვილი:

გამოიძიეთ და დასაჯეთ.

ნაუკა ჟორჟოლიანი:

ტეხავს "მეგობრებო"! ძალიან ტეხავს!!

ნინო დანელია:

ნიკა გვარამია ცემეს კაფეში. ვინც გაიფიქრეთ, ძალიანაც კარგიო, სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი რატომ არ მოგწონდათ? პოლიტიკური მოწინააღმდეგის ცემა რომ მიუღებელია, ეს მხოლოდ საკაშვილს არ ეხება, ქართულ ოცნებასაც ეხება. ოცნება რა შუაშია? აბა, ვინ აძლევს ლეგიტიმაციას პოლიტიკურ დევნას? ვინ და როგორ დასაჯეს ჭიაბერაშვილის, ბოკერიას ცემისთვის? ააა, ეგენი არ მოგწონთ და საცემები არიან? ანუ მთავარი არა დემოკრატია, კანონი და ჰუმანიზმია, არამედ ის, რომ თუ ჩემიანი ურტყამს კარგია, თუ ჩემიანს ურტყამენ სადისტები არიან. ეს უნდა შეიცვალოს, სხვაგვარად ნაგავი სახელმწიფო გვექნება.

დაჩი ცაგურია:

მე რამდენჯერ მცემეთ? თქვენი სადისტი დედები მომიკითხეთ... ძვლებს რომ მიმსხვრევდით მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას? მოძალადე რომ იქნები წლები მერე რესტორანში შეიძლება წამოგარტყას ყურის ძირში პროკურორობით თავზე გასული რომ ჩაგრავდი იმ კაცმა ვინც დაჩაგრე ძალაუფლებით. დიახ ყოველ შეხვედრაზე ნერვებს ვთოკავ კბილებით რომ რასაც იმსახურეთ ის არ გავაკეთო, სადამდე შევძლებ თავის შეკავებას არ ვიცი. დიახაც არავის და არაფერს ამოეფარება თქვენგან განსხვავრბით ზონდერებით რომ გვისწორდებოდით, აი ესე ღიათ მივა ჩვენებასაც მისცემს და ჩხუბზე რაცაა და როგორცაა აგებს პასუხს კანონოს წინაშე. ეგ თქვენ იყავით აქციებიდან გასულ ადამიანებს სადარბაზოებში რომ ეპარებოდით უკნიდან ერთ კაცს თხუთმეტი ხელკეტიანი რომ სცემდა რა დაგავიწყდათ? გადაღებულიც ხომ არის აქციიდან გასულ მოქალაქეს მსოფლიო ბანკის ოფისთან რომ გადაუკეტეთ გზა მანქანიდან გადმოათრიეთ, გახეთქეთ ცემით, წაართვით მანქანა და დააგდეთ შუა ქუჩაში ნაცემ-ნაგვემი. გატაცებულ ადამიანებს მუხათგვერდში რომ ვპოულობდით დაგავიწყდათ? დიახ პროკურორო გვარამია შენ აკეთებდი ამას და ეხლა არ გაგიკვირდეს მეც რომ სადმე გადამაწყდე და თავი ვერ შევიკავო... რესტორნებში ყოველდღე ვიღაცა ჩხუბობს, არც ეს იქნება ბოლო ჩხუბი დამიჯერეთ, ხვალაც იჩხუბებს ვიღაც.

ინგა გრიგოლია:

ცოტა ხნის წინ გიორგი გასვიანს დაესხნენ თავს, დღეს ნიკა გვარამიას... ხვალ ალბათ რიგში კიდევ ვინმე იქნება.. ვინმე, ვინც რომელიმე პატიოსან გვამს არ მოსწონს და აღიზიანებს..... ძალიან საგანგაშოა ის, რაც სამართლიანობის თუ სიმთვრალის სახელით ხდება ამ ქვეყანაში!!!! არა ძალადობას!!!!

დავით ზურაბიშვილი:

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე: ადამიანის მიზანმიმართულად და მივარდნით ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ცემა კიდევ პოლიტიკური მოტივითაა გაპირობებული, ეს მხოლოდ დამამძიმებელი გარემოებაა. ლინჩის სამართლის მოწონება და წახალისება კი, თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ერი, უბრალოდ სამარცხვინოა. ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს.

იქნებ არც უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც ვიტყვი: პირადად მე, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ წმინდა ადამიანურადაც საკმაოზე მეტი (და ჩემის აზრით სამართლიანი) პრეტენზია მაქვს ზოგადად ნაციონალურ მოძრაობასთან და სრულიად კონკრეტულ ლიდერებთანაც.შეიძლება ბევრ მათგანზე მეტიც, ახლა რომ დედას იგინება და იფურთხება, მათი მმართველობისას კი შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, მაგრამ ძალადობა და ლინჩის წესით ანგარიშსწორება არის კატეგორიულად მიუღებელი.

საკმარისია ჩვენ დავუშვათ, რომ ვიღაც შეიძლება იმსახურებდეს ცემას და მოძალადე არათუ დასჯის, ლამის მადლობის ღირსიცაა, ამით საფუძველს ვუდებთ ძალიან სახიფათო პრეცედენტს. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ ფიგურას, რადგან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ შეიძლება არსებობდეს პრეტენზიები და ნებისმიერი პოლიტიკოსი ვიღაცას საცემად და მოსაკლავადაც კი შეიძლება მიაჩნდეს. არავინ არაა ამისგან დაზღვეული. ნაცს ქოცი არ მოწონს, ქოცს ნაცი, ბევრს არცერთი არ მოწონს, მაგრამ ეს ანტიპატიები თუ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, ეს უკვე ძალიან ცუდი ამბავი იქნება.

ამიტომ ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ნაცმოძრაობის მმართველობა მიუღებლად მიაჩნდა და არც ახლა აქვს დიდი სიმპატია ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი მაგრამებისა და თუმცაღების გარეშე უნდა დავგმოთ ძალადობის ეს ფაქტი და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაგირება. იმედია პასუხად "იქნებ შეაგინა" ტიპის კლასიკურ არგუმენტებს არ მოვისმენთ.

გიორგი სუხიტაშვილი:

არ დაიწყოთ ეხლა პოლიტიკური სირ***.

1. შობის დღესასწაულია და ეს ფსევდო მორწმუნეები და ''ხატების მაზიარებლები'' გახარებულები ხართ, (დავწერ ბოლოს რაზეც) ზოგი პირად საუბრებში და ზოგიც აქ სოციალურ ქსელში.

2. მთელმა საქართველომ ვიცით რომ ოჯახის წევრი გარდაეცვალა და დღეს დაკრძალვა იყო.

3. რა გიხარიათ ვერ ვიგებ ის რომ ნიკა გვარამიას ვიღაცამ რაღაცა ჩაარტყა? ეს რატოა სასიხარულო ვერ ვიგებ... შეიძლწბა ადამიანი არ მოგწონდეს მაგრამ მასზე თავდასხმა რატოა მოსაწონი?

ესაა ვაჟკაცობა, დარწმუნებული ვარ საქართველოს სადღეგრძელოც დალიეს, პატიარქისაც უსურვეს ჯანმრთელობა და ქრისტეს შობაც ახსენეს...

ხალხო ეს არის ცუდი... რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ნიკას ადგილზე ხვალ მეც შეიძლება დამარტყან იმიტომ რომ ვიღაცას შეიძლება ეს პოსტი არ მოეწონოს.... მეტი მოთმინება და შორს ხედვაა საჭირო... მაპატიეთ არავის არ ვმოძღვრავ ძალიან მწყინს ის რომ ასეთი რამეები ხდება.

ნინო ჯღარკავა:

ნაპროკურორალო გვარამია,შენ ის კაცი არ ხარ იუსტიციის მინისტრობის დროს 14 წლის ბავშვს, გიორგი ზერეკიძეს.მამას რომ გამოესარჩლა და 15 წელი მიუსაჯეთ, დედამისს კი რომ განუცხადე შენი შვილი კრიმინალია და ციხეში უნდა იჯდესოო,ხოდა მოიმკე ის რაც დათესე!

გვარამიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან "თბილისის ფორუმზეც":

- ფაქტი ცუდია. უბრალოდ ძალიან დიდი ალბათობაა, ისევ თავისიანებს ეცემა. ცხრა ნაწილად დაიყვნენ და ჭამენ უკვე ერთმანეთს და არაა გასაკვირი.

- მოტივი მაინტერესებს, თუ ვისი დაკვეთით მოხდა ეს. ან სულაც არ გამოვრიცხავ თავი თვითონ იცემა, როგორც გივი თარგამაძემ აიფეთქა თავი.

არ მოტყუვდეთ არავინ.

- ისე უგულავას სვაბოდა რაიმე კავშირში ხმო არაა? ოხ ეს ეჭვები.

- მამას რო დაასაფლავებ, სასაფლაოდან რესტორანში უნდა წახვიდე გულის გადასაყოლებლად? მაშინ ნურც სასაფლაოზე ახვალ, მაგასაც არა აქვს მნიშვნელობა.

- უგულავას გამოსვლას დაემთხვა.

- არც 200 კაციანი ღრეობა არ მხიბლავს, მაგრამ ეგრე მგონია "გულის გადაყოლება" დასაფლავების დღესაც ნამეტანია....

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს