სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ - ქართველმა ქირურგებმა მამაკაცს მოგლეჯილი ხელი მიაკერეს

სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ - ქართველმა ქირურგებმა მამაკაცს მოგლეჯილი ხელი მიაკერეს

ქართველმა ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. 34 წლის მამაკაცს, რომელმაც საწარმოო ტრავმის შედეგად ხელი დაკარგა, მოგლეჯილი ხელი მოაკერეს. ინფორმაციას "ფეისბუქზე" ლაშა გოგინაშვილი ავრცელებს.

"მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკაში 05.01.17 შემოყვანილ იქნა 34 წ. მამაკაცი საწარმოო ტრავმით: მარჯვენა ხელის მოგლეჯა მხრის ზემო მესამედში. უკვე მეორედ, პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგის ზურაბ გოგინაშვილის, ქირურგ მაია ლობჟანიძის, ტრავმატოლოგიური და ანსთეზიოლოგიური გუნდის მიერ შესრულდა მარჯვენა ხელის რეპლანტაცია მხრის ზედა მესამედში. საწარმოო ტრამვის შედეგად სრულად ამპუტირებული მარჯვენა ზედა კიდურის რეპლანტაცია. ჩატარდა მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი, მოიძებნა დაზიანებული სისხლძარღვები და ნერვები, ვენების ჩანართების მეშვეობით აღდგა მხრის არტეერია და ვენები, რის შემდეგაც გნახლდა კიდურის სისხლმომარაგება, ინტრაფასციკულური ნაკერით გადაიბა დაზიანებული ნერვები, გაიკერა დაზიანებული კუნთები და ჭრილობა დაიხურა. ჩატარდა ფასციოტომია. პოსტოპერაციულად კიდური გათბა და დისტალურად სხივის არტერიაზე დოპლერის მიმღებით დაფიქსირდა პულსაცია. ოპერაციიდან 6 საათში ამპუტირებული კიდურის თითზე დამაგრებული სატურომეტრით ფიქსირდება სატურაციის 100% მაჩვენებელი", - წერს გოგინაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს