"იქ მარტო გვარამია არ იჯდა, იქ იჯდა თბილისი" - კომენტარი, რომლის გამოც მარინა ბერიძე "ფეისბუქზე" კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

"იქ მარტო გვარამია არ იჯდა, იქ იჯდა თბილისი" - კომენტარი, რომლის გამოც მარინა ბერიძე "ფეისბუქზე" კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

მარინა ბერიძე ერთ-ერთია ვინც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე რესტორანში მომხდარ თავდასხმას შეესწრო. როგორც ბერიძე იხსენებს, გვარამიას თავს ორი პირი დაესხა.

"ამ ამბით გაოგნებული ვარ, გაოგნებული ვარ თბილისით. გაოგნებული ვარ მამის გამოსვლით, რომელსაც ძალიან ეამაყება თავისი შვილი. ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებიც მძიმე სუფრიდან მივედით იქ. ერთი სახელი ისმოდა მთელი საღამო - ანზორ გვარამია. ეს იყო საოცარი, რაც მოხდა. მე არ ვიცი რატი იყო, შმატი იყო... "გრეჩიხას" შვილი იყო. იქ მარტო  ნიკა გვარამია არ იჯდა, იქ იჯდა დათო დოიაშვილი, იქ იჯდა ნიკოლოზ რაჭველი და თუ მეტყვის დიდი  "გრეჩიხა", რომ მათზე მეტი გაუკეთეებია ამ ქვეყნისთვის... მარტო ნიკა გვარამია რომ მჯდარიყო იქ ვინმე პოლიტიკოსთან, ეს სხვა თემაა... იქ იჯდა თბილისი", - განაცხადა ბერიძემ.

იხილეთ ვიდეო

სწორედ აღნიშნული განცხადების გამო ბერიძე ინტერნეტმომხმარებლებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

"ფეიქბუზე" გამოქვეყნებულ პოსტებში ვკითხულობთ:

დავიდ დეფი გოგიბედაშვილი, მწერალი: "იქ იჯდა თბილისი" მარინა ბერიძის ეს სიტყვები ჩემთვის ისეთივე მაზალოა როგორც გიგი უგულავას მიერ ნათქვამი "ბიბლიოთეკის უკლონისტები" და ზოგადად "თბილისი იყო ურთიერთობა" და საერთოდ თბილისზე რაიმე სახის გადარევა.

ასეთი ფსევდო-სნობიზმით და თუ გნებავთ კლასიკური სნობიზმით ფონს ვერასდროს ვერავინ გავა - ეს ჭაობია. უიმედო, უსიცოცხლო, მოღუშული, საზიზღარი, ბნელი და ჩაკეტილი ჭაობი. "იქ იჯდა თბილისი" ეს სიტყვები განსაკუთრებულად ცუდია ამ ყველაფრის შემდეგ.

სხვა რომ მჯდარიყო? ნებისმიერი სხვა წესიერი ადამიანი, ვინც არც დირიჟორია და არც ტელეკომპანიის დირექტორი და არც რეჟისორი, მაშინ რა უნდა თქმულიყო? იქ ვინ იჯდაო?

ეს ჩაკეტილი წრე არა და არ ირღვევა ამ ქვეყანაში. მერე ნუღარაფერი ნურავის უკვირს.

გეგა ფალავანდიშვილი, "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომელი: რეალურად "იქ ყველა მაგიდასთან იჯდა თბილისი"

მამუკა გამყრელიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთი დამფუძნებლი: მარინა ჩემი მეგობარია, ძალიან მიყვარს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ "პეროები" საზოგადოდ, ძალიან ორგანულად გვაქვს სისხლში გამჯდარი ქართველების უმეტესობას. რაცა ვართ ეგა ვართ :) მეც ვცოდავ ხოლმე :)))))))) მეტიც, მეტსახელიც შემარქვეს მეგობრებმა, რომელსაც არ გეტყვით :))

ვიკა ბუკია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი: "იქ იჯდა თბილისი" - მარინა ბერიძე:) უმაზალოესი "კანცოვკა" სინქრონის.

ლექსო ნაბახტეველი, ჟურნალისტი: "იქ იჯდა თბილისი" - დახვეწილი და დაუხვეწავი "გრეჩიხა" ღუპავს ამ ქვეყანას

ოთარ ჩრდილელი, პარლამენტარი: ძალიან დიდი ბოდიში: "თფილისი" ვინ არის?

ნახეთ: რატი გაჩეჩილაძის დაკავების კადრები

"რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის?" - ლევან გაჩეჩილაძე გვარამიას ცემაზე პირველ კომენტარს აკეთებს

"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია

"ეს არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი" - რა ფოტოს აქვეყნებს თეა გოდოლაძე "ფეისბუქზე"?

"ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა, მაგრამ პროკურატურამ უარი მითხრა" - რას წერს გვარამია?