"გთხოვთ, ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას" - ანასტასია ზაალიშვილის დედის ემოციური მიმართვა

"გთხოვთ, ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას" - ანასტასია ზაალიშვილის დედის ემოციური მიმართვა

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის დედა, ქეთი ზაალიშვილი შვილის გარდაცვალების შემდეგ "ფეისბუქზე" ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

"ღმერთი არსებობს და სასწაული ნამდვილად მოხდა. ბევრი ფიქრის, ნერვიულობისა და ძალიან კეთილი ადამიანების ესემესების წაკითხვის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩვენმა ერთობლივმა ლოცვამ უდიდესი სასწაული მოახდინა! დღეს ჩემი ანასტასია ცაში გაფრინდა, ღმერთთან... თავისი მფარველი წმინდა ანასტასია მკურნალის ხსენების დღეს!!! მძიმე მარხვის ჟამს და შობის კვირაში. შემთხვევით ამ ქვეყნად არაფერი ხდება, ანგელოზი იყო ციდან ჩამოფრენილი და ანგელოზადვე წავიდა ჩემი პატარა. გთხოვთ, ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას, არამედ ვადიდოთ უფალი და მხოლოდ ლოცვით ვიყოთ ანასტასიასთან. ის კი ჩვენ ყველას და თქვენს შვილებს დაიფარავს, რამეთუ ანგელოზია უკვე თავადაც! არავის არაფერში ვადანაშაულებ, რადგან უფლის ნება იყო, რომ ამქვეყნიური წუთისოფლის სიმწარე აერიდებინა და წაეყვანა მალევე მისი სპეტაკი სული. გული ჯერ ისევ ძალიან მტკივა და ვიცი, სულ მეტკინება, რადგან მენატრება და ჩემთან არ არის, ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ვიცი მე ვერ მიშველის. უბრალოდ, მომიწევს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრების სწავლა, რადგან ანასტასიამდე მისასვლელი სხვა გზა არ არსებობს. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!!!", - წერს ანასტასია ზაალიშვილის დედა.

ანასტასია ზაალიშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ანასტასიას, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა და თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ჩანს, პატარას ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვას და გოგონა  დაიღუპა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს