"თბილისს ნელ-ნელა ასდის 90-იანების ქუჩური "რაზბორკების" სუნი"

"თბილისს ნელ-ნელა ასდის 90-იანების ქუჩური "რაზბორკების" სუნი"

კოკო გამსახურდია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"თბილისს ნელ-ნელა ასდის 90-იანების ქუჩური "რაზბორკების" სუნი. მახსოვს, ერთმა პატარა ჭკუის დიდმა კოლოფმა თქვა, ზვიად გამსახურდია ძმაო, ქუჩაში არ იდგა, ქუჩის სკოლა არ გამოიარა და იმიტომ მოუვიდა ამდენი შეცდომაო. მერე ის იყო, ქუჩის-აკადემია-გამოვლილმა ბიჭებმა სულ ცოტა სამი წელი იბობოქრეს განსაკუთრებით თბილისსა და სამეგრელოში.

ამაზე გამახსენდა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი-ტრილოგია "მთვარის მოტაცება," სადაც უფრო ფინალისკენ არის ასეთი ადგილი: თარაშ ემხვარი ხედავს სიზმარეულ-აპოკალიპტურ ხილვაში წარმართული ქართლის ორ კერპს, გაცსა და გაიმს, რომლებიც არმაზის მარჯვნივ და მარცხნივ იდგნენ. ემხვარი ხედავს, რომ ისინი შეიარაღებულნი მუსრავენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ მათ გაშველებას შეეცდება, ბოლოს ორივეს თავი გაგორდება მტვერში.

საქართველოში დღესაც ერთმანეთს ეკინკლავება და ეძიძგილავება ორი სიბნელე-ფსევდონათელი: ერთი 2007 წლის 7 ნოემბრის და 2010 წლის 26 მაისის დარბევებით ამაყობს - ეს კიდევ ცოტაა, მეტად უნდა დაგვერბიაო; ციხე და სასამართლოც მშვენიერი გვქონდაო, აბა კრიმინალებს "ბულიონჩიკებს" ჩვენი ხელით ხომ არ დავალევინებდითო. ბიზნესების ახევა? რას ქვია ახევა და წართმევა, აბა ხომ გაბლატავდებოდნენო.

მეორე სიბნელე-ფსევდონათელს ენატრება თავპირისმტვრევა, ქუჩური აკადემია, ავტორიტეტები, მაყურებლები, "ობშჩიაკი", თბილისური ამბავი. ენატრებათ 37 მანეთიანი ფრენები, ჩაწყობები და ნეპოტიზმი. გონდაკარგულნი შესცქერიან ვერა ბრეჟნევას. ამართლებენ ვიღაცეების ცემას და უხარიათ.

ჰოდა ნუ დაივიწყებთ, რომ ეს ამბავი, დოკუმენტირებული ქვემოთმოტანილ კადრებში, ძალიან შორსაც არ არის ისტორიაში.

ჩვენ მივესალმებით: 1. დამოუკიდებლობას 2. კანონის უზენაესობას 3. საქართველოს პირველი და მეორე რესპუბლიკების გმირთა ჯეროვან დაფასებას, რადგან სწორედ ისინი არიან სამაგალითონი. ესეც მესამე ალტერნატივა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს