"დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს... მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო" - ისტორია, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

"დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს... მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო" - ისტორია, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

ქუთაისის ერთ-ერთი კლნიკაში მომხდარმა ამბავმა სრულიად სოციალური ქსელი მოაიარა. მოხუცი მამაკაცის გულისამაჩუყებელ ისტორიას, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ, ინტერნეტმომხმარებელი ანი შარვაშიძე ავრცელებს.

"სიკვდილის კარამდე მიტანილი სიყვარულის არსებობის არ მწამდა. ყოველთვის ვთვლიდი , რომ ადამიანები გზადაგზა კარგავდნენ გრძნობებსა და ემოციებს. დღევანდელი დღე ალბათ მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ეს ადამიანი გამეცნო. საავადმყოფოს მოსაცდელში, სახე წეშლილსა და დაღლილს მისმა ტირილმა ცოტაოდენი სიფხიზლე შემმატა. მისი მეუღლე საშინელი დიაგნოზით მოიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში, თვითონ პალატაში ვერ შეჰყვა, ვერ ვუყურებ ასეთ დღეშიო. დივანზე ჩამოჯდა, დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს და გულზე მუჭების ცემით მოთქვამდა. შვილს ველოდები, ამერიკიდან მოდისო...

სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ უძლურებას რასაც ეს მოხუცი განიცდიდა. მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო, მაგრამ არაფრად ჩანდა იმ ტკივილთან რაც ამ უთბილეს ადამიანში იყო ჩაბუდებული.

მე მინახავს თვალები, უიმედობით გაჟღენთილი, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებზე ლამაზი არაფერია.

გამოსვლისას, დერეფანში მომლოდინე ერთ-ერთმა პაციენტმა დასამშვიდებლად უთხრა :

- კაცი არ ხარ ?! რა გატირებსო.

მისი ხმადაბალი პასუხი კი ალბათ სულ თან გამყვება:

- "ჩემს გამო კი არა, მისი ტკივილებისთვის ვტირი. როგორ მძულს სიბერე... განა ცრემლიანი ნაკლებად ვეყვარები?! გადამირჩინეთ და თუგინდ მთელი სახლი გამიყიდეთ. უიმისოდ რა ფასი აქ."

ჰო... სიყვარული არსებობს ! ნაოჭებიან სახეზე ცხოვრობს და დარდნაგორები ხელებით უჭირავს მომაკვდავი მეუღლის ღონემიხდილი თითები..."

"ნეტავ ასე შემიყვაროს ვინმემ" დარდიანად ამოიოხრა ვიღაცამ", - წერია პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს