"მიშა რომ ჯართია და გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია, ახალი სახეები, გასაგებია" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"მიშა რომ ჯართია და გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია, ახალი სახეები, გასაგებია" - ნანუკა ჟორჟოლიანი

პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობა 59 პირმა დატოვა. პარტიიდან წასული პოლიტიკოსების შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ერთადერთი კითხვა მაქვს. არჩევნებამდე რატო არ წავიდნენ? რეალურად ამ კითხვაზე პასუხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მიიღება პასუხი, რომ ცდილობდნენ ერთიანობას. ასე რომ ყოფილიყო, გიგი წერეთლის მამას პარტიას არ დაარეგისტრირებინებდნენ. ის, რომ ბოკერიამ ამ "კარტინკისთვის" დაწერა გამსვლელთა სია, ეგეც გასაგებია. ემზადებოდნენ ფაქტია გაყრისთვის, უბრალოდ, არჩევნებამდე რატომ არ წავიდნენ, თუ საკუთარ ძალებში იყვნენ დარწმუნებულები? აი ესაა საინტერესო. კიდევ იქნება არჩევნები ამ ქვეყანაში. არაერთი თან, თორემ მიშა რომ ჯართია და გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, მიშ მაჭი, გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, ღვინიაშვილი, ჭიაბერაშვილი ახალი სახეები, გასაგებია.

წაიშლება ყველა კომენტარი, სადაც გიგი იქნება ცუდ კონტექსტში მოხსენიებული. გაითვალისწინეთ, ეს მისი მეგობრის გვერდია".

წაიკითხეთ ასევე: "ნაციონალური მოძრაობა" ჯამში 59 ლიდერმა დატოვა - პარტიიდან წასულების სია

"ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი... იქ დამთავრდა" - რას ამბობს გიგი უგულავა ექს-პრეზიდენტზე 15-წლიანი თანამებრძოლობის შემდეგ

"ნაცმოძრაობიდან" "ევროპულ საქართველომდე" - რომელი ძველი სახეები იქნებიან ახალ პარტიაში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს