როდის შეუერთდა ვაკე თფილისს და რას ითხოვდნენ ვაკელები ქალაქის გამგეობისგან - ფოტო არქივიდან

როდის შეუერთდა ვაკე თფილისს და რას ითხოვდნენ ვაკელები ქალაქის გამგეობისგან - ფოტო არქივიდან

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი ვაკე, დედაქალაქს სულ რაღაც 100 წლის წინ შეუერთდა. ვაკე თბილისს 1906 წლის იანვრიდან შემოუერთდა. ინტენსიური განაშენიანება კი XX ს. 20-იან წლებში დაიწყო.

საგაზეთო წერილში, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ვაკელების თხოვნაა აღწერილი. 1910 წელს გამოქვეყნებულ წერილში, ვაკელები ქალაქის გამგეობისგან მოითხოვენ დაპირებების შესრულებას. აი, რას ვკითხულობთ "ვაკელების თხოვნაში":

"მიდამო ვაკეს მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს თფილისის გუბერნატორს, ისინი აცხადებენ, რომ 1905 წელს ქალაქის გამგეობა შეეკითხა მათ სურთ თუ არა რომ ვაკე შეერთებულ იქმნას თფილისზეო. მათ თანხმობა გამოუცხადებიათ იმ პირობით, თუ ქალაქი ვაკელებს ისეთსავე ყურადღებას მიაქცევს, როგორც ქალაქის სხვა ნაწილებსა და ისინი მოკლებულნი არ იქნებოდნენ იმ გაუმჯობესებას, რითაც სხვები სარგებლობენ. ქალაქის გამგეობა დათანხმდა და ვაკე 1906 წლის იანვრიდან მიწერილ იქნა ქალაქზე.

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ და ქალაქს არაფერი გაუკეთებია მიუხედავათ მრავალი თხოვნისა. ამიტომ, ისინი სთხოვენ გუბერნატორს აიძულოს ქალაქის გამგეობა, რომ:

1. ვაკეში გაყვანილ იქნას წყალი, კანალიზაცია, დასდგან ფარნები, გააკეთონ ქვაფენილები

2. განთავისუფლებულ იქნან ისინი მეეზოვეების დაჭერის მოვალეობიდან, სანამ მათი შემოსავალი აიწეოდეს

3. უფლება მიეცეს მათ იყოლიონ წარმომადგენელი ქალაქის საბჭოში

4. თუ ამაებზე ქალაქი უარს იტყვის, მაშინ გამოყოფილ იქნას ვაკე ქალაქიდან" - წერდნენ ვაკელები მიმართვაში.

"ზურა, დღეს განსაკუთრებული დაბადების დღე გაქვს! დედაც გვერდში გყავს და მამაც!" - გოგლა ჟვანიას ემოციური პოსტი

"5 დღის წინ მოგვამაგრეს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველ დღეს დარეკა და მას მერე ვეძებთ" - რას წერს ლევან სუხიტაშვილი ინფიცირებული დედის მკურნალობის თაობაზე

"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა