ვინ არის პატრულ-ინსპექტორი, რომლის ფოტომ "ფეისბუქზე" დიდი მოწონება დაიმსახურა

ვინ არის პატრულ-ინსპექტორი, რომლის ფოტომ "ფეისბუქზე" დიდი მოწონება დაიმსახურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ტატო კუჭავა პატრულ-ინსპექტორის ფოტოს ავრცელებს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არის გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შშმ პირს გზაზე გადასვლაში ეხმარება. ფოტომ "ფეისბუქზე" დიდი მოწონება დაიმსახურა.

"ვიღაცამ შეიძლება ეტლით მოსარგებლეს გზაც არ დაუთმოს, ვიღაცამ შესაძლოა უზარმაზარი "ჯიპი" ზედ პანდუსზე დააპარკინგოს, მაგრამ საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს...", - წერია ფოტოს კომენტირებისას.

პატრულ ინსპექტორი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, 42 წლის ჯაბა მჭედლიშვილია. ის საპატრულო პოლიციის რიგებში მისი დაარსების დღიდან ირიცხება. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. მისი ვაჟი კობა მჭედლიშვილი ევროპის ორგზის და მსოფლიო ჩემპიონია ძიუდოში.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს