"ვამაყობ შენით როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე..." - ზაზა ფაჩულიას თიკა ალავიძე ემოციურ სტატუსს უძღვნის

"ვამაყობ შენით როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე..." - ზაზა ფაჩულიას თიკა ალავიძე ემოციურ სტატუსს უძღვნის

20 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა. სამწუხაროდ, არ გამართლდა ქართველი გულშემატკივრის იმედი - სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ზაზა ფაჩულიას მეუღლე. აი რას წერს თიკა ალავიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"დიდი მადლობა ყველას ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა!

ვამაყობ შენით როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე.

რთულია გაიარო ის გზა რაც შენ და დღეს ესეთ დონეზე ისეთივე შემართებით თამაშობდე როგორც მაშინ როდესაც პირველად დადგი ფეხი მოედანზე, არცერთხელ არ თქვა სიტყვა დავიღალე და მეზარება! ყველა მომავალ სპორტსმენს ვუსურვებ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და თქვენი ქვეყნის სიყვარულს!" - წერს თიკა ალავიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს