"ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით" - ზაზა ფაჩულიას სამადლობელი პოსტი

"ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით" -  ზაზა ფაჩულიას სამადლობელი პოსტი

20 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა. სამწუხაროდ, არ გამართლდა ქართველი გულშემატკივრის იმედი - სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

რამდენიმე წუთის წინ ზაზა ფაჩულიამ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მადლობის პოსტი გამოაქვეყნა:

"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა.

ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა ALL STAR-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია.

ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით,"- წერს ფაჩულია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს