"სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა ხოფერია და ნათია კობერიძე

"სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა ხოფერია და ნათია კობერიძე

ჟურნალისტი ეკა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე კოლეგა ნათია კობერიძის პოსტს ეხმაურება, რომელიც ეკა ხოფერიას ქალიშვილს უკავშირდებოდა. რამდენიმე დღის წინ ეკა ხოფერიას ქალიშვილმა, ანანო ლევიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ინგლისში მომხდარ ამბავს აღწერდა, რომელიც მას და მის მეგობრებს გადახდათ. ანანო, როგორც თავად ამბობს, ეროვნების გამო, ე.წ. ბულინგის მსხვერპლი გახდა.

"მაპატიეთ თუ ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა შეგხვდებათ ამ პოსტის კითხვის დროს, უბრალოდ მინდა გამოვხატო ჩემი აზრი დღევანდელი ინციდენტის შესახებ. უკვე 5 თვეა რაც ინგლისში ვცხოვრობ და ამ დღემდე არ ვყოფილვარ ე.წ "ბულინგის" მსხვერპლი ჩემი ეროვნების გამო...

ბიზნესის კურსზე ახალი მასწავლებელი დამინიშნეს, რომლის შესახებაც ჩემი მეორე კურსელი მეგობრისგან ვიცი, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, პუტინი უყვარს, "Brexit"-ის მომხრეა და მოკლედ რომ ვთქვა რასისტია, რომელიც განსაკუთრებით ზიზღით გვეპყროპა სხვა ქვეყნის სტუდენტებს, მათ შორის ქართველებსაც. ძალიან მწყინს, როდესაც თემის განხილვისას მხოლოდ უცხო ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, საქართველოზე კი იმასაც მეკითხება კოკა-კოლა საერთოდ იცით თუ არა რა არისო? (თანაც ძალიან აგდებით). ისიც უკვირს, რომ ჩვენ უკრაინის არსებობის შესახებ გაგვიგია. სამწუხაროა, რომ ესეთ გარემოში მიწევს სწავლა. დამერწმუნეთ ძალიან რთულია, როდესაც მასწავლებელი მეასედ მამეორებინებს ნათქვამს იმის გამო, რომ ჩემი აქცენტი მისთვის თითქოსდა გაუგებარია...

ამ მშვენიერ დღეს უფრო მშვენიერი გაგრძელება მოჰყვა. დღეს მე და ჩემმა ქართველმა მეგობრებმა "მაკდონალდსში" ჭამა გადავწყვიტეთ, როდესაც იქ ყოფნისას რაღაც მომენტში 15 კაციანი 13-14 წლის ბავშვების ჯგუფი ჩვენ წინ "დასხდა". პატარა პერიოდის შემდეგ, ლაპარაკისას, ვიგრძენი ერთი გოგოს ზიზღით სავსე მზერა, რომელმაც ჩემი გამოხედვისას წარბაწეულმა ჩხუბი დამიწყო რატომ მაშტერდებიო. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ მოზარდების ეს ჯგუფი რასაც ქვია თავზე დაგვაჯდა და ჩვენი ეროვნების გამო შეურაცხმყოფელი ლაპარაკი დაიწყეს (რომ გაუგებარი აქცენტი გვაქვს, რას ვგავართ, ... ა.შ) მათი ცოდნის მიხედვით საქართველო ინდოეთი ყოფილა, სადაც გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. ამ თემას მოაყოლეს "შეხედე რა აცვიათო". ბოლოს კი ინგლისურად ლაპარაკიც აგვიკრძალეს "არ იცით და ნუ ლაპარაკობთო". ყველაზე საწყენი ამ მომენტში უზრდელი ბავშვების ქცევა კი არა, გარშემომყოფი ზრდასრულების, მათ შორის პერსონალის, სრული იგნორი იყო ამ სიტუაციის შემხედვარე. (პერსონალი ჩვენს მისვლამდე საერთოდ არ ერთვებოდა ამ პროცესში).

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე დისკრიმინაციისა და "ბულინგის" მსხვერპლი გავხდებოდი. მინდა გითხრათ იმ ქართველებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ საქართველო წუმპეშია და ქართველ ხალხზე საშინელი ამ ქვეყანაზე არ დაიარება - ძალიან ცდებით, არსად მინახავს საქართველოზე მოსიყვარულე ერი. მსგავს სიტუაციაში საქართველოში ალბათ არც ერთი უცხოელი და მითუმეტეს ქართველი არ მოხვდებოდა. (ან თუ მოხვდებოდა, ვინმე მაინც გამოესარჩლებოდა).

ძალიან გთხოვთ, დააფასეთ ჩვენი ქვეყანა და წამითაც არ იფიქროთ რომ ვინმე ჩვენზე რამით უკეთესია. უაღრესად განათლებული ერი ვართ და არ ვგავართ სნობ ინგლისელებს, რომლებიც ყველას ზემოდან უყურებენ იმის და მიუხედავად, რომ ევროკავშირიდან გამოსულები არიან და თავიანთ შვილებს რასისტებად ზრდიან.

პ.ს. ბოლოს და ბოლოს ქართველი მასწავლებელი იმას არ იკითხავს, თუ "რომელ მსოფლიო ომში მონაწილეობდა ჰიტლერი", - წერდა ანანო ლევიძე.

ნათია კობერიძემ პოსტი ანანოს დედას, ეკა ხოფერიას დაუკავშირა:

"შვილებს მაინც ნუ ჩართავთ ანტიდასავლურ პროპაგანდაში და სიცრუის გავრცელებაში!", - დაწერა ფეისბუქზე კობერიძემ, რასაც ხოფერიას საპასუხო კომენტარი მოჰყვა:

"გახსოვთ მოდელირებული ქრონიკის წამყვანი? გახსოვთ. მე რომ მაგრად ვუყვარვარ ხო გახსოვთ? ალბათ, კი. კიდევ ერთი უნდა დაიმახსოვროთ, ეს ქალი ჩემი შვილის პოსტს გვერდზე დებს და სერიოზულად მსჯელობს, რომ შვილებს ანტიდასავლურ პროპაგანდაში ვრთავ. ისე არ იცის ალბათ, ნიკოლა და იკა ზოგჯერ (ხშირად არა) რუსულადაც რომ ლაპარაკობენ ხოლმე) ეგეც გადაეცით დაასტატუსოს ამ აბსოლუტურმა მოდელირებამ. (სხვა სიტყვის დაწერა მინდოდა, მაგრამ ხო ხვდებით რისიც) ანანო, აი, ასეთი კრეტინების გამო ზოგჯერ გირჩევ ხოლმე, რომ შენს გვერდზე მხოლოდ პეპლების ფოტოები დადო)))

ადამიანი გარდაიცვალა იმ გადაცემის მერე და ამას ბოდიშიც არ მოუხდია და ამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. კი არ შეეშალა, ან ცუდად წაიყვანა, ან რამე, პირდაპირ ეთერში ისე მიყავდა, რომ ყველას გვეგონა ომი დაიწყო. ამან ვის უნდა დაარიგოს ჭკუა. ეგ ერთი და მეორე, მის აბსოლუტურ სიბრიყვეს ავლენს მისი "ჰედლაინი": ბავშვებს მაინც ნუ ჩართავთ ანტიდასავლურ პროპაგანდაშიო, აი, კრეტინი არაა, ეგ დასკვნა გამოიტანა ფბ პოსტიდან, სადაც ანანო და ცალკე მისი მეგობარი ერთ საკმაოდ უსიამოვნო შემთხვევაზე ყვებოდნენ, სკოლის ადმინისტრაციაც კი ჩაერთო, ძალიან შეშფოთდნენ. რა შუაშია ანტიდასავლურობა, სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია", - დაწერა ეკა ხოფერიამ.

ეკას პოსტს მისი არაერთი ცნობილი მეგობარი გამოხმაურება:

აქტიური გამოხაურება მოჰყვა ნათია კობერიძის პოსტსაც. კომენტარების ავტორთა ნაწილი მას მხარს უჭერდა, ნაწილი კი ანანოს გამოესარჩლა, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანიც:

"გარდაცვლილ ნინის დავპირდი: აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს..." - რას წერს ესპანეთში COVID-19-ით დაღუპული ქალის შვილებზე გიორგი კეკელიძე

"10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე" - ვინ არის 80 წლის ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

თბილისი სამი თვის წინ და დღეს (ფოტო)