"ხოფერიას და მისი ისტერიკული სადაქალოს აზრი არ მაინტერესებს" - ჟურნალისტების დაპირისპირებაში მათი მეგობრებიც ჩაებნენ

"ხოფერიას და მისი ისტერიკული სადაქალოს აზრი არ მაინტერესებს" - ჟურნალისტების დაპირისპირებაში მათი მეგობრებიც ჩაებნენ

ჟურნალისტების - ეკა ხოფერიასა და ნათია კობერიძის (ჭკუასელი) დაპირისპირება სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება. ამჯერად გარჩევაში, რომელიც ეკა ხოფერიას ქალიშვილის, ანანო ლევიძის პოსტს მოჰყვა, სხვა ცნობილი ჟურნალისტები და ორივე მხრიდან მეგობრები ჩაებნენ.

"მადლობა ამ უცნობ ადამიანს საღი აზრისთვის. ხოფერიას და მისი ისტერიკული სადაქალოს აზრი არ მაინტერესებს.

რამდენიმე ადამიანზე გული დამწყდა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი", - წერს ნათია კობერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ერთ-ერთი კომენტარის "სქრინს" აქვეყნებს.

პოსტს კომენტარებში აქტიური განხილვა მოჰყვა. დაპირისპირებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოხატა ჟურნალიტმა ეკა კვესიტაძემ: "ორი დღეა 17 წლის გოგოს ლანძღვას ვკითხულობ ფბ- გვერდზე დაწერილი სრულიად უწყინარი პოსტის გამო და შოკირებული ვარ. შვილების ბულინგი, იმიტომ რომ მშობლები არ მოგწონთ, არის სრულიად ამაზრზენი საქციელი - საკუთარ შვილებზე მაინც იფიქრეთ ამ დროს", - დაწერა ეკა კვესიტაძემ, რაც უკომენტაროდ ნათია კობერიძეს არ დაუტოვებია.

პოსტს სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ეხმაურება ეკა ხოფერიას მხარდამჭერი, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვაც:

"ნათია ჭკუასელმა და მისმა უდინჯესმა და უპატიოსნესმა მიმდევრებმა ეკა ხოფერიას სადაქალოს აშარაშკა ისტერიჩკები გვიწოდეს. პირდაპირ არ ვიცი, რომელ წყალში დავიხრჩო თავი".

რაც შეეხება თავად ეკა ხოფერიას, მან მხარდამჭერებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე საჯარო მადლობა გადაუხადა:

"ხალხო, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის ჩემი და ამ ორი მოსწავლის, ანანო ლევიძისა და ქეთუნა გოგოძის სახელით. ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ , მგონი არ ღირს, ისედაც ყველაფერი ნათელია. ესენი კი, იმედია, განაგრძობენ დამოუკიდებლად და თავისუფლად სვლას თავიანთი მიზნებისკენ. წარმატებები ყველას, ყველას თქვენს შვილებს, მიყვარხართ იცით".

წაიკითხეთ ასევე: "სუფთა კამსამოლა ქალის ტვინის ნაფიქრია" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა ხოფერია და ნათია კობერიძე