"დედის ორმოცი ჰქონდა, სუფრა 4 ადამიანზე იყო გაშლილი" - 6 წლის სალომეს, რომლის ისტორიამ საქართველო შეძრა, დახმარება ესაჭიროება

"დედის ორმოცი ჰქონდა, სუფრა 4 ადამიანზე იყო გაშლილი" - 6 წლის სალომეს, რომლის ისტორიამ საქართველო შეძრა, დახმარება ესაჭიროება

რამდენიმე კვირის წინ ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის მიერ გავრცელებულმა პოსტმა, 6 წლის სალომესთან დაკავშირებით, მთელი საქართველო შეძრა. როგორც გაირკვა, გოგონას, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ახალი წლის დღეებში კიდევ ერთი განსაცდელი დაატყდა თავს - მას დედა გარდაეცვალა. ამჟამად, სალომე დეიდასთან ერთად გლდანში, სამხედრო ჯიხურში ცხოვრობს. მათ საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს გოგა ჩანადირი.

"დღეს 6 წლის სალომე მამუდოვის დედის ორმოცი იყო. მასთან ვიყავი. სუფრა 4 ადამიანზე იყო გაშლილი. და თითქმის ყველაფერი გულისხმიერი ადამიანების მიტანილი იყო. სალომეს დეიდას, ქალბატონ ანჟელას მხოლოდ 2 ბოთლი ლიმონათი ეყიდა. სალომეს მამაც არ ჰყავს. ზრდიან დეიდები, რომლებსაც 4 და 1 შვილი ჰყავთ. ცხოვრობენ გლდანში, "კარფურთან" ახლოს, სამხედრო ჯიხურში.

აკა სინჯიკაშვილი და მე კვლავაც ვაგრძელებთ ფულის შეგროვებას, რომ ამ პატარა გოგოს, 15 მარტს, როცა ის 7 წლის გახდება, ერთოთახიანი ბინა ჰქონდეს. უკვე 4600 ლარამდეა მობილიზებული.

ვისაც დახმარება გსურთ, გთხოვთ, Akaa Sinjikashvilyის ანგარიში გამოიყენოთ:

თიბისი ბანკი: GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

Akaki Sinjikashvili" - წერია ჩანადირის პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს