"მე და პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში მარიხუანას ვეწეოდით..." - თორნიკე კვერენჩხილაძის იუმორისტული პოსტი

"მე და პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში მარიხუანას ვეწეოდით..." - თორნიკე კვერენჩხილაძის იუმორისტული პოსტი

ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს. ტელეწამყვანი კოლეგა, ვახო სანაიას საკუთარ სიზმარს უყვება:

"იქნებ შენ დამეხმარო ახსნაში, უცნაური სიზმარი ვნახე:))))

მე და პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში მარიხუანას ვეწეოდით:))))) როგორც გავარკვიე, თურმე ის კანაფი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იყო მოყვანილი:)))) ბოთლიც ქართული იყო, პროექტ "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში დამზადებული:)))))) მერე ტკბილი მოგვინდა და კექსები შემოიტანეს:))) ბატონი პრემიერი მეუბნება, რომ ეს კექსები იმ საკონდიტროდან არისო, რომელიც "სრარტ აპების პროექტით" დავაფინანსეთო :))))))

ბოლოს ვკითხე აბა "გირჩს" რაღას ერჩით მეთქი და მპასუხობს: "კაი , ნუ ატრაკებ ახლაო" :)))))))) ასე მორჩა სიზმარი:(( გამაღვიძეს".

კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

"შუადღიდან რომ დაგეყარათ მარილი ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? ახლა ათობით მანქანა ილეწება" - ელისაშვილი თბილისის მერიას მიმართავს