თბილისელმა მძღოლებმა ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ: "მახეს არ წამოეგოთ... მათი სამიზნე ძირითადად ქალები არიან"

თბილისელმა მძღოლებმა ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ: "მახეს არ წამოეგოთ... მათი სამიზნე ძირითადად ქალები არიან"

ფეისბუქ-მომხმარებელი თამრიკო ხოტივარი პირად გვერდზე საინტერესო პოსტს წერს, რომლითაც თბილისელ მძღოლებს აფრთხილებს, არ გაებან თაღლითი ტაქსისტის მახეში.

"დღეს მანიშნებს გვერდით მანქანიდან მძღოლი, ფანჯარა ჩამოწიეო, ჩამოვწიე და წყალი გაქვს ადუღებული გადააყენე დაგეხმარებიო. ლურჯი BMW იყო, ტაქსი. არა გმადლობთთქო გავუღიმე და გავიარე. ჩავწიე თუ არა ფანჯარა ვიცანი და იმიტომ არ გადავაყენე... რამდენიმე თვის წინ ეგრე მანიშნა ვაჟაზე, მეც გადავაყენე, რაღაც ნაწილზე მითხრა ესაა გაფუჭებულიო, წამიყვანა იქვე ქავთარაძის ბაზრობაზე, მაყიდინა და დამაბრუნა უკან ჩემს მანქანასთან, მერე ის ნაწილი გამომიცვალა, ბევრი მადლობები მახდევინა, ცხადია ფულიც გადავუხადე და წავიდა.

ამასწინათ ახალ გზაზე, ტვერელთანაც იგივე მანიშნა და მაშინაც გავაჩერე. იგივე მითხრა, მარა შეხვედრაზე გავრბოდი და საღამოს მივხედავ მაგ ამბავსთქო ვუთხარი და დიდი მადლობებით და მეტანიებით დავემშვიდობე.

მოკლედ რა მინდა ვთქვა. კარგად დაიმახსოვრეთ ეს პოსტი, მეგობრებსაც მოუყევით და ამ დებილურ მახეს არ წამოეგოთ" - წერს პოსტის ავტორი.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, თამრიკო ხოტივარი ერთადერთი არაა, ვინც "კეთილმა ტაქსისტმა" გააჩერა და დახმარება შესთავაზა. კომენტარებში ძირითადად ქალი მძღოლები აქტიურობენ და მათ თავზე გადახდენილ მსგავს ისტორიებს იხსენებენ:

"მეც შემხვდა ადრე, უბრალოდ მეჩქარებოდა და არ გავყევი. მერე გადავამოწმე და არაფერი არ ჭირდა მანქანას. გადავურჩი აფერისტს"

"ჩემს მეგობარს სამსახურის წინ გააჩერებინა, ამოუღო რაღაც ნაწილი, ამიტომ ასხავს წყალიო, უბრალოდ, ამ გოგოს სამსახურში ეჩქარებოდა და ძლივს წაართვა უკან თავისი მანქანის წყლის ხუფი"

"რა კეთილები არიან. იუსტიციის სახლთან მეც შემომთავაზეს დახმარება. მათი სამიზნე ქალები არიან ძირითადად. კეთილი, აფერისტი ბიძიები"

"მეც შემხვდა ჭავჭავაძეზე. გადამაყენებინა მანქანა, ბოლი ამოდის, წყალს ადუღებსო, გახსნა, ჩახედა და ვაი, წვეთი არ არის და წამო ანტიფრიზს გაყიდინებო, მე რადგანაც გროშ-კაპიკი არ მქონდა და ჩემ ფეხს ვიყიდდი, უარი ვუთხარი, მეორე დღეს ვიყიდე და რომ ჩავასხი 100 გრამი ჩაეტია მხოლოდ. გაოცებული კი ვიყავი, თუ ცარიელია, მეტი რატომ არ ჩადისთქო. საშუალო ასაკის სანდომიანი ტაქსის მძღოლი იყო", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს