14:32 / 07-02-2017
რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? - შოთა დიღმელაშვილის ანალიზი
გადაცემის "საქმიანი დილა" წამყვანი შოთა დიღმელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ წერს. ტელეწამყვანი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო:

"რატომ არ უნდა იყოს პირველი არხი კერძო? იმიტომ, რომ საქართველოში ტელევიზია არ არის მოგებიანი ბიზნესი. რუსთავი 2-ის შემოსავალი წელს იყო დაახლოებით 41.5 მილიონი. ტელეიმედის გაცილებით ნაკლები - დაახლოებით 26 მლნ. ამ შემოსავლების პირობებშიც უდიდეს არხებს უჭირთ ე.წ. ბრეიქ-ივენზე, ანუ შემოსავალი-ხარჯის ნულოვან წერტილზე გასვლა. რას ნიშნავს ეს? რომ საქართველოს ტელესივრცე გაჯერებულია დოტაციური არხებით. ფულის არა "ბიზნესურად", არამედ დამფუძნებლისგან, მფლობელისგან თუ ინვესტორისგან მიღება შეკითხვებს აჩენს მედიისთვის უმთავრესი, სიტყვის თავისუფლების მიმართულებით, რადგან დონორებს (მით უმეტეს ქართველ დონორებს) აქვთ შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სოციალურ მდგომარეობაზე და, რაც მთავარია, საკუთარი მიზნები და გეგმები. დონორებზე ტელევიზიების დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, იზრდება ალბათობა, რომ მათ მოთხოვნილებებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ტელევიზიების მუშაობაზე. მით უმეტეს საქართველოს, ანუ დაბალი პოლიტიკური კულტურისა და მყიფე პარტიული პლატფორმების ქვეყანაში. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს პლურალისტური, დაბალანსებული ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კერძო პოლიტიკურ ინტერესზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეპტი ამის საშუალებას იძლევა. მეორე საკითხია, როგორ ხდება ამ შესაძლებლობის გამოყენება. საზმაუს და რუსთავი 2-ის შემოსავლები დაახლოებით ერთნაირია, კონტენტის ხარისხი კი რადიკალურად განსხვავებული.

ყველაზე მეტად დოგმატური აზროვნება მაღიზიანებს. არ აქვს მნიშვნელობა ამ დოგმებს რომელიმე რელიგიურ-სექტანტური მრწამსი შობს თუ დიდი ტრადიციების მქონე იდეოლოგია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება არა იდეოლოგიურ ჩარჩოებში დატყვევებული აზრები, არამედ კონტექსტური, პრაქტიკული აზრები და მოქმედება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ არა "კერძო საზოგადოებრივი მაუწყებელი" (რომელიც პრაქტიკულად განწირულია, კერძო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახუროს), არამედ უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებელი. რომ ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, რომლის მედიაბაზარიც ნიშურად დაყოფილია, სადაც "ობიექტურობა" ცალკე შემოსავლიანი ბიზნესნიშა იქნებოდა, მეც ვიტყოდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებული
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოდელი უსამართლოა, თუ 3% სარგებლობს იმით, რისთვისაც იხდის 100%. მაგრამ დის ის სპარტაა! საქართველოს სარეკლამო ბაზარი, რეგიონთან შედარებით ისედაც ალოგიკურად დიდია თუ მშპ-ის პროცენტებში გადავიყვანთ მის მოცულობას. ანუ ბაზარზე ახალი შემოსავლიანი ნიშის გაჩენა, შეუძლებელია. რომ ვიქნებით მდიდარი ქვეყანა, მერე შეგვიძლია ვიფიქროთ, გვჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს ეს პლატფორმა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჯობია დრო იმაზე ფიქრსა და დავაში დავხარჯოთ, როგორ დაიხარჯოს ჩვენი ფული უფრო ეფექტურად და როგორ უზრუნველვყოთ მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხი".
18:40 / 13-02-2017
ტელევიზია სახელმწიფოსია თუ კერძო,მთავარი მისი მომზადებული გადაცემებია, საქართველოს ტელევიზია კავშირში პირველი იყო და მახსოვს მერეც გაგრძელდა ეს, მაგრამ მცირე ხნით. ახლა მე პირადად პირველ არხს ვუყურებ ძირითადად, დანარჩენებს კი თუ რომელიმე გადაცემა მაინტერესებს, მაგრამ ველოდები, რომ უფრო გააუმჯობესებენ გადაცემებს, უფრო საინტერესო და ხარისხიანს გახდიან, ერთ დროს იმედსაც ჰქონდა კარგი გადაცემები და სერიალები, მაგრამ ახლა ხლამი ტელევიზიაა.
ლულუ
18:30 / 13-02-2017
თუ ეს გამოძიებაც არ ჩატარდა ნორმალურად და ისევ თუ არ ექნა დაბოლოება, ჩავთვლი რომ არაფერი ჩვენი სიმართლის ფართო ფრონტზე არ კეთდება, როგორც იყო ისე რჩება და არავის არაფრის შეცვლა არ უნდა.სააკაშვილ-ივანიშვილის ტანდემი გრძელდება?
ლულუ
მსგავსი სიახლეები
"საზოგადოებრივი მაუწყებლის 10 გადაცემას "ზურგში ჰქონდა მოკიდებული" 20 გადაცემა"
"საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება არ აქვს მოგებაზე ორინტირებული იყოს"
"საზოგადოებრივ მაუწყებელში არავითარი სია არ არსებობს იმ პირების, ვინც სამსახურიდან უნდა გაუშვან"
PHOTO+VIDEO ყოველდღიურად ნადგურდება ისტორიული ღირებულების მქონე ვიდეო/აუდიო და ფოტო არქივი
"იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა"
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მაღლაფერიძემ ოთხი დღის წინ სამსახურიდან გაათავისუფლა სერგი გვარჯალაძე
ყოფილმა დირექტორმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე თანამდებობა დატოვა
ფარული კენჭისყრით ყველაზე მეტი - 4 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო
"ბავშვობიდან მაინტერესებდა ტექნიკა, ვიდეოკამერები, ფოტო კამერები და მსგავსი ნივთები"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:55 / 25-02-2017  Image ხვალ შენდობის დღეა
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება,
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49