12:10 / 13-02-2017
"ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! დაკავებულია მღვდელი უახლოესი გარემოცვიდან..." - რას წერს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე არქიმანდრიტი ბართლომე
თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება პატრიარქის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

არქიმანდრიტი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე წერს, რომ "ამათ ღმერთი არასდროს წამდათ", თუმცა, კონკრეტულად ვის გულისხმობს მამალაძის გარდა ამ ფრაზაში, არ აკონკრეტებს.

"მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალებს მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ! სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში... პატრიარქის მოწამვლის საშიშროება იყო, მღვდელი არის დაკავებული
უახლოესი გარემოცვიდან", - წერს არქიმანდრიტი.

იხილეთ ვიდეო| ვინ არის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავებული მამა გიორგი მამალაძე: მოისმინეთ მისი ქადაგება

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.

მამალაძე სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა.

კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა.

იხილეთ ვიდეო: "არსებობს აუდიო-ვიდეო ჩანაწერები" - რას აცხადებს ღიად და ჯერ კიდევ რას მალავს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა

14:18 / 16-02-2017

0
ეს კი დიდი ტყუილი დაწერე მეგობარო,ჯერ უნდა გაიგო და მერე დაწერო სენი აზრი!

სამების ტაძარის აშენება დაჯდა 85 მილიონი ....ბიძინას კი შეწირული აქვს 5 მილიონი...ასე რომდაწყებითი მშენებლობის თანხა ქართველმა ხალხმა მოაგროვა დამთავრებისას კი შევარდნაძე შეეხვეწა ბიძინას დახმარებოდა მშენებლობის დამთავრებაში... ბევრს დავწერდი,რეალურ დოკუმენტებს დავდებდი...მაგრამ საჭიროა?

(14 თებერვალი 2017 16:42

ვინც ყველა ბრუნვაში ბიძინას აახსენებთ ერთი რამე მინდა გთხოვო სამებაში რომ მიბრძანდებით სანამ სანთელს დაანთებთ იქნებ გაიხსენოთ ვინ ააშენა და თქვენს თავსაც თუ დსუსვავთ შეკითხვას ბიძინაზე მეტი რაგაქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის

ემიგრანტი 6)
გამოეხმაურე / 0 /
15:22 / 15-02-2017
guga
0
ემიგრანტო სამება გადახურა კიარ ვააშენა გაერკვიე და მერე დაცერე სამაგიეროთ საკდრისი ვინ დაანდგრია
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
დემოგრაფიული პრობლემა ერთ-ერთია, რომელსაც უწმინდესი საშობაო ეპისტოლეში ეხმიანება
პატრიარქი შესთხოვს უფალს, რომ "ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე"
"პატრიარქი კარგად გრძნობს თავს, შობას სამების ტაძარში იქნება, სადაც გავრცელდება მისი საშობაო ეპისტოლეც"
+PHOTO "არ შეიძლება, რომ ილია მეორე მართლმადიდებლებსაც გხელმძღვანელობდეთ და ჩვენ, მუსლიმანებსაცო?"
ღვთის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი
"ჩვენი ახალგაზრდობა სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა"
"უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლის მიერ შვილის დაწყევლა ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება"
"შევხვდი მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, რომ იგი გახდება საქართველოს პატრიარქი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
15:25 / 17-01-2018  Image "პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი
"ერთხელ მითხრა, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ნეტავ რატომ გადავრჩიო..."
13:10 / 17-01-2018  Image 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდეს
ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს
22:18 / 17-01-2017  Image როცა ლოგინის თეთრეულს ყიდულობთ, ეს უნდა იცოდეთ
ლოგინის თეთრეული დიასახლისის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია
17:23 / 17-01-2018  Image "მაგთიკომმა" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა
"მაგთიკომმა" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49