"ფეისბუქზე" მამა გიორგის დაკავებასა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას ეხმაურებიან

"ფეისბუქზე" მამა გიორგის დაკავებასა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას ეხმაურებიან

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, დეკანოზი ციანიდის მეშვეობით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას გეგმავდა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას "ფეისბუქზე" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

გია როინიშვილი, მსახიობი:

პროკუეატურამ ბრიფინგი ჩაატარა და კიდევ უფრო სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდა და არა პირიქით.... ეს სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილ გრძელვადიან სპეცოპერაციას გავს! თუ საჭიროა დავაკონკრეტებ...

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

მამაოს რომ იარაღი აღმოაჩნდა სახლში არ გამკვირვებია. რამდენიმეს რიტორიკას თუ დავაკვირდებით, სახეზეც თუ შევხედავთ, ჩხრეკის გარეშე მივხვდებით, რომ მინიმუმ ცივი იარაღი სახეზეა. მაგრამ ციანიდის ამბავი ცოტა უცნაურია.

ვერ გავიგე, ეს ციანიდი ამხელა გზაზე რატომ უნდა ეტარებინა მამაოს..

საზღვარი,

შემოწმება,

მეტი რისკი...

ანუ, იმ სასულიერო პირს საქართველოში ვერ ნახავდა, ვისთვისაც მიჰქონდა?

და იმედია მამაოს, რომელიც ციანიდით დააკავეს საპროცესო არ გაუფორმდება, სასურველი ჩვენების მისაღებად. პატრიარქს ეხება საქმე. ეს კასრების თემა არ გეგონოთ. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლები გარეთ რომ არიან დღეს. ამ საქმეზე მეტი კითხვა იქნება, მეტი ადამიანისგან.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

აი, ძამაო, შუასაუკუნეობრივი დრამა!

ვასილ დაბრუნდაშვილი, ჟურნალისტი:

რამდენი რამე შეიძლება გაიფიქრო ავადმყოფ ტვინში...

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

ადამიანის ბერლინში მოწამვლა რომ გინდა და თბილისში რომ დაიწყებ საწამლავის ძებნას. თან, ათასობით გადასატანად ლეგალური ლეტალური ნივთიერებიდან (საავადმყოფოს დირექტორი რომ ხარ და სეიფში გიწყვია) მაინცდამაინც ბრუნვიდან ამოღებულ კალიუმ ციანიდს რომ მოინდომებ.

ჯეიმს ბონდის სცენარიდანაა, აგატა კრისტის რომანიდან თუ 21ე საუკუნის გამოძიებიდან ეს საოცრება?

p.s. არ დაგვავიწყდეს: კალიუმ ციანიდი ბოლოს მაინც მოიპოვა და გამყიდველს წვრილად მოუყვა, პატრიარქი უნდა მოვწამლო ამითო.

ლევან სუთიძე, ტელეწამყვანი:

დეკანოზი გიორგი მამალაძე ორჯვრიანი დეკანოზი ყოფილა. ესეც, მისი ფოტო მიტროპოლიტ დიმიტრისთან.

პ.ს პროკურატურის ვერსია, ამ ეტაპზე, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, სრულიად დაუჯერებლად მიმაჩნია.

პროკურატურას დაერხა, იმიტომ, რომ პატრიარქი ამ ვერსიას არ დაიჯერებს. ძალიან ცუდად დაარტყით იმას, ვისი განეიტრალებაც გსურდათ. დააცადეთ, მომჯობინდეს.

***

სინამდვილეში, ლოგიკურად, არც ერთ მღვდელმთავარს არ უნდა აწყობდეს საპატრიარქო კათედრის დაქვრივება. პატრიარქად არჩევისთვის საჭირო, ეპისკოპოსთა ხმების საკმარის რაოდენობას, ამ მომენტისთვის გარანტირებულად ვერავინ მოაგროვებს. მაქსიმუმ, პირველი ტურის სამ კანდიდატში მოხვედრისთვის საჭირო მარტივი უმრავლესობა მოაგროვონ. ხმების ნახევარზე მეტის მოსაგროვებლად სხვა ჯგუფების მიმხრობა გახდება საჭირო, ამიტომ, პატრიარქის სიცოცხლეში შესაძლებელია ახალი ეპისკოპოსების დამატებაც, პოზიციების გასამაგრებლად.

შეთქმულების თეორიებს არ დაუჯეროთ. როგორც ვხედავთ, არც პატრიარქს სჯერა.

პ.ს მიტროპოლიტი სერაფიმეს პოზიციები პატრიარქაბილობისთვის არასდროს ყოფილა ძლიერი. არც ამ სისულელეს დაუჯეროთ.

ნათია ინაური, ჟურნალისტი:

დროა, სათანადოდ დავინტერესდეთ რა ხდება ეკლესიაში და რა ხალხი დადის ანაფორაში გადაცმული - მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობამდეც დიდი ხანია ბევრ საკითხზე ჩნდება კითხვები და ეჭვები.

შოთა დიღმელაშვილი, ტელეწამყვანი:

მაფია "ბეზსმერტნა"

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

მე უფრო მეტი კითხვა ეხლა გამიჩნდა,მთავარი პროკურატურის ბრიფინგის მერე.ხოდა ასე ჩამორაკრაკებულად არაა ეგ საქმე,მგონი.

ვლადიმერ ბედუკაძე, "ციხის სკანდალური კადრების" ავტორი:

შემსრულებელი მამალაძე, დამკვეთი?  ვფიქრობ, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი! ვვარაუდობ, რომ ეს არ იყო, მხოლოდ ერთი ადამიანის თავიდან მოშორების "სპეცოპერაცია"...

ვინც ერკვევით ამ საკითხში, ვისთან ინახება უწმინდესის მემკვიდრის ანდერძი?!  მე, ვიცი მხოლოდ ერთი რამ, რომ ეს ბოროტი სულის არსებები უწმინდსის გადარჩენას არ ელოდნენ... ამიტომ დავსვი ეს კითხვა. ნებისმიერმა დამწყებმა შინაურმა თუ გარეულმა პოლიტიკოსმა, იცის, რომ თუ ვინმეს აქვს რეიტინგი საქართველოში, ესაა უწმინდესი. თუ რამ დაძაბავს სიტუაციას, ესაა ნებისმერი ფორმით ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება.

გრიგოლ გეგელია, პოლიტოლოგი:

აფსუს, სად იყო შოთაძე, 1918 წლის ივნისის დილას, როცა კირიონი ძილში მოკლეს...

მალხაზ ჭკადუა, ჟურნალისტი:

ადექით ახლა და დაიცავით მაგ კაცის მშობლები ქობულეთში რელიგიური ფანატიკოსებისგან და ლინჩის წესით გასამართლების მომხრეებისგან!

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი:

პატრიარქი მოწამლესო, ამბობენ და კონკრეტულ სახელს ასახელებს. არც გული და არც გონება არ მემორჩილება ეს ინფორმაცია ბოლომდე მივიღო. თავი მენანანება ამისთვის... ამხელა ტკივილისთვის. ის ადამიანიც მენანება, ვისაც განსჯიან. ერთი ვიცი, რომ ცილისწამების ცოდვაში არ უნდა ჩავვარდეთ! სანამ ყველაფერი არ გაიკრვევა. თავი შევიკავოთ ხმამაღალი განცხადებებისგან და ნურც ქვებს ავიღებთ ჯერ ჩასაქოლად. დავცხრეთ, დავოკდეთ. იქნებ ეს ჩვენი 100% მტკიცებულება ისტორიამ შეცვალოს და სხვა ნათელი მოჰფინოს (რაც არაერთხელ მომხდარა) მომხდარს?

მე მოხევე ვარ! ჩემი წინაპრები იცნობდნენ უწმინდესის წინაპრებს. ერთი ძირი გვაქვს, ერთი კუთხის შვილები ვართ და მგონია რომ ჩვენ (მოხევეებს) მეტად გვმართებს მისი სიყვარული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არავისზე ნაკლებად არ შემტკივა გული. (თუ მეტად არა) ამ ამბავზე, მაგრამ... გთხოვთ, რა ინფორმაციაც არ უნდა მოგვაწოდონ საინფორმაციო გამოშვებებმა, ვინც არ უნდა დაკითხონ თავი შევიკავოთ განკითხვისგან, ეს ჯერ არ ნიშნავს სრულ ჭეშმარიტებას! ეს არ მიუთითებს იმას, რომ დაკითხული რამეშია გარეული. ამ ყველაფერს ცოდვის სიდიდე მალაპარაკებს. ვაი და ცილი დასწამეს ადამიანს, ინტრიგის მსხვერპლი გახდა, რატომ უნდა ავკიდოთ მთელ მის ოჯახს საუკუნის ცოდვა? მერე რას შვრებით.? ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, პატრიარქის სრულ გამოჯანმრთელებას. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს უწმინდესი და უნეტარესი!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს