მიზეზი, რისთვის დგას სახელმწიფო მამა გიორგი მამალაძის უკან: საპატრიარქო უნდა გაიხსნას აუდიტისთვის - კოკო გამსახურდია

მიზეზი, რისთვის დგას სახელმწიფო მამა გიორგი მამალაძის უკან: საპატრიარქო უნდა გაიხსნას აუდიტისთვის - კოკო გამსახურდია

ისტორიკოსი კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატრიარქის, საპატრიარქოსა და მამა გიორგი კალანდაძის გარშემო განვითარებულ მოლენებს ეხმაურება და ციანიდის თემასთან ხელისუფლების კავშირზე წერს:

"საპატრიარქოს სკანდალის მსგავსება ბორის აკუნინის დეტექტივთან "პელაგია და შავი ბერი".

ბორის აკუნინის დეტექტივში საუბარია სამონასტრო კუნძულზე უზარმაზარ ტბაში, სადაც უჩვეულო მოვლენას აკვირდებიან: ყოველ საღამოს ცხადდება მოჩვენება, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც წმ. ვასილისკი, ამ მონატერთა დამაარსებელი. ყოველივე ეს ცხადია, პანიკას იწვევს. იმავდროულად ბერები, რომლებიც განაპირა გამოქვაბულ სავანეში ცხოვრობენ გაურკვეველი მიზეზის გამო იხოცებიან. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ვიღაც იმ გამოქვაბულებში ძვირადღირებულ ურანის მოპოვებას აპირებს და ბერები მხოლოდ ხელს უშლიან. მასვე ესაჭიროება ვასილისკი ეს თავზარდამცემი "გამოცხადებები" ნამდვილი მიზნების გადასაფარად.

ჩვენს მოცემულ შემთხვევაში ძალიან მაღალია ალბათობა, რომ მოძღვარი გიორგი მამალაძის უკან იდგეს სახელმწიფო და ციანიდის თემაზე წინასწარ იყოს მოლაპარაკებული მასთან. ამ ნივთიერებას არა აქვს სუნი, იგი სრულიად ნეიტრალურია, მას ვერ აღმოაჩენს ვერც ძაღლი. მაგრამ დააკვირდით: ციანიდი ისტორიაში "პიარ-ეფექტური" მასალაა. მას სხვა დატვირთვა არ უნდა ქონდეს. იგი ასოციატიურად მოწამვლასთან კავშირდება, რომელი კავშირიც საქმიანად უფრო არ დადასტურდება.

და თუ ასეა, რისთვის დგანან სახელმწიფო ორგანოები ამის უკან? ერთი უბრალო მიზეზის გამო: საპატრიარქო უნდა გაიხსნას აუდიტისთვის. იგი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს. დღემდე ის დახურული რჩებოდა. საინტერესოა, თუნდაც იმ 30 მილიონის ბედი, რომელიც ყოველწლიურად იქ ირიცხება და არავინ არ აყენებს სახელმწიფოს კურსში, თუ როგორ განკარგავენ თანხებს. იგი ასევე გახდა ელდორადო არაერთი საეჭვო წარმომავლობის რესურსებით მოქმედი ბიზნესმენისთვის, რომლებმაც თავი შეაფარეს იქ. ისინი გადასახადსაც კი არ იხდიან. ანუ ფული, როგორც ჩანს, მარჯვედ ირეცხება. სახელმწიფო კი ეტყობა არ ფიქრობს, ამაზე გამუდმებით დახუჭოს თვალი. სახელმწიფოსთან უნდა თანამშრომლებოდეს მეუფე პეტრე. მის გამოსვლაში იგი მიანიშნებს, რომ ამ ყველაფერთან მოხუცებული პატრიარქი არ არის შეხებაში, არამედ გარკვეულ პერსონებზე/ჯგუფზე გადაამისამართებს. (პიარეფექტურია "შორენაც".... ) ეს მგონია აქ ძირითადი, დანარჩენი უკვე გაფორმება და ბელეტრისტიკაა.

საქართველოში მართლმადიდებობა ოფიციალურად არ ითვლება "სახელმწიფო რელიგიად", როგორც ეს არის საბერძნეთში. მასთან სახელმწიფოს კონკორდატი აქვს გაფორმებული. მაგრამ ესეც სახელმწიფო რელიგიის ფორმაა. ვინც ცოტათი მაინც იცნობს საბერძნეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრების თავისებურებებს, მან იცის, რომ იქ ძალიან ხშირია სკანდალები, დაკავშირებული სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ან არასათანადო განკარგვაზე სამღვდელო პირებთან მიმართებაში. ჩემი შემოთავაზებული ვერსიის არსი იმაში მდგომარეობას, რომ დიდი ალბათობით ყველაფერი ამ მიმართულებით განვითარდება".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს