"იაკობი არის სახიფათო ადამიანი, შემჩნეულია 1992-1993 წლებში გადამტრიალებლებისა და მარბიელი მკვლელების რიგებში"

"იაკობი არის სახიფათო ადამიანი, შემჩნეულია 1992-1993 წლებში გადამტრიალებლებისა და მარბიელი მკვლელების რიგებში"

ისტორიკოსი კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუფე იაკობის შესახებ წერს:

"ერთ-ერთი შემოგდებული ვერსიის მიხედვით, მოძღვარ გიორგი მამალაძეს ვითომდაც უნდა მოეწამლა ეპისკოპოსი იაკობი. ასეთი ბრალდებით მამალაძეს თუ არ დააპატიმრებენ, ნებისმიერ შემთხვევაში საპატრიარქოს მოაცილებენ მაინც. განვითარდება პროცესები, რომელთა შედეგად უნდა ველოდოთ რუსული სპეცსამსახურების საცეცების გააქტიურებას ეკლესიის, როგორც ყველაზე დიდი და გავლენიანი საზოგადოებრივი ორგანიზაციის სფეროში. იმავდროულად იაკობი არის მეტად სახიფათო ადამიანი, იგი შემჩნეულია 1992-1993 წლებში გადამტრიალებლებისა და მარბიელი პოლიტიზირებული მკვლელების რიგებში. ასევე ფრიად საეჭვოა მისი გარდასახვა სავლედან პავლედ.

მოხდა ასევე მოხუცებული პატრიარქის იზოლირება. რა თქმა უნდა, იგი დარჩება, მაგრამ ფორმალურად. საქმეებს უკვე ბოლომდე სხვები განარიგებენ. ასევე მოსალოდნელია ალ. დიუმას ცნობილ რომანში აღწერილი კარდინალის გვარდიის ტიპის ფორმირების ჩამოყალიბება, ცხადია დღევანდელი ქართული სპეციფიკის შესაბამისობით, თავისი გრაფი როშფორით და მსგავსი ფიგურებით. რელიგიური ზონდერბრიგადები აუცილებლად გააქტიურდებიან, მოირგებენ მართლმადიდებლური სარწმუნოების და ეროვნულობის ნიღაბს. რაც შეეხება ძაღლის თავს, ის GRU-სთან იქნება დამარხული".

წაიკითხეთ ასევე: მიზეზი, რისთვის დგას სახელმწიფო მამა გიორგი მამალაძის უკან: საპატრიარქო უნდა გაიხსნას აუდიტისთვის - კოკო გამსახურდია

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით