"ეკლესიას ის კი არ აკნინებს, ვინც სასულიერო პირს აკრიტიკებს, არამედ თვით უღირსი სასულიერო პირი" - ათონის მთაზე მოღვაწე 19 წლის ბერი მამა იერონიმე

"ეკლესიას ის კი არ აკნინებს, ვინც სასულიერო პირს აკრიტიკებს, არამედ თვით უღირსი სასულიერო პირი" - ათონის მთაზე მოღვაწე 19 წლის ბერი მამა იერონიმე

19 წლის ბერი მამა იერონიმე, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შორის ბოლო დროს არსებულ განხეთქილებას ეხმაურება. ბერის თქმით, ეკლესია ჯანსაღ კრიტიკას შეურაცხმყოფელად არ უნდა აღიქვამდეს:

"კონკრეტული სასულიერო პირების მიმართ კრიტიკა, რატომ მიიჩნევა ეკლესიის ლანძღვად ან შეურაცხყოფად ვერ ვხვდები. მე თუ რამეს დავაშავებ, ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას ჩემს ქცევაზე, ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში და ეს სულაც არ იქნება თავდასხმა ეკლესიაზე. სასულიერო პირი თავისი ქცევით, თვითონ უნდა გაუფრთხილდეს ეკლესიის ავტორიტეტს. ეკლესიას ის ხალხი კი არ აკნინებს, ვინც რომელიღაც სასულიერო პირს აკრიტიკებს, არამედ თვითონ უღირსი სასულიერო პირი, რომელიც ამ კრიტიკის მთავარი მიზეზია", - წერს მამა იერონიმე.

შეგახსენებთ, მამა იერონიმეს ბერად აღკვეცას გასულ წელს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ევროპელ დიპლომატთა ასოციაციის დელეგატი ევროპის პარლამენტსა და ევროსაბჭოში, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი დიპლომატი გიორგი ქათამაძე 18 წლის იყო, როდესაც საბერძნეთში, თესალიაში მდებარე პეტრას მონასტერში აღიკვეცა ბერად, რის შესახებაც ოჯახს "ფეისბუქზე"ემოციური წერილით შეატყობინა.

წაიკითხეთ: ბერად აღკვეცილი 18 წლის შვილის ემოციური წერილი დედას: "გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს