"მალე საქართველო ტექნოლოგიური ჰაბი გახდება!"

"მალე საქართველო ტექნოლოგიური ჰაბი გახდება!"

ეკონომიკის ექსპერტი და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ახალი ტექნოლოგიური სიახლის შესახებ ატყობინებს საზოგადოებას, რომელიც "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში" დაინერგება. ჭარაია არ აკონკრეტებს, რა ტექნოლოგიურ ნოუჰაუზეა საუბარი, თუმცა მისი თქმით, ეს საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად აქცევს:

"მალე საქართველო ტექნოლოგიური ჰაბი გახდება! საქართველოში, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში", შემუშავდა და დაინერგა ტექნოლოგიური ნოუჰაუ, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და რომლითაც, უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.

უფრო მეტ დეტალს ამ წუთისთვის ვერ გაგიზიარებთ, ვაცადოთ რამდენიმე დღე თავად იდეის ავტორებს!

რაც ყველაზე მეტად მეამაყება, ინოვაცია ქ ა რ თ ვ ე ლ მ ა IT სპეციალისტებმა შექმნეს!

ვამაყობ რომ ვარ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ერთად ვიწყებთ საქართველოს პროგრესზე მუშაობას!!!" - წერს ჭარაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს