"ქუჩაში დანით მოკლეს... ქურთუკი კი გახადეს და თან წაიღეს" - იმედა დარსალია ნაძალადევის რაიონში მოკლულ 15 წლის ბიჭზე

"ქუჩაში დანით მოკლეს... ქურთუკი კი გახადეს და თან წაიღეს" - იმედა დარსალია ნაძალადევის რაიონში მოკლულ 15 წლის ბიჭზე

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იმედა დარსალია "ფეისბუქზე" მოზარდის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოკლეს. დარსალია პოსტში გაზრდილ კრიმინალზე წერს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

"გიორგი კვირიკაშვილი, ბატონო პრემიერ მინისტრო, ქუჩაში გასვლა სახიფათოა, ტელეფონებისა ქურთუკების დაყაჩაღების სამი ფაქტი ბოლო 10 დღეში მოხდა, აქედან ერთი ტრაგიკულად დასრულდა - ბავშვი მოკლეს (ჩემთვის უახლოესი ადამიანი და დიდი ტრაგედია მივიღეთ)...  ერთადერთი ვინც იმედა ბიძიას მეძახდა და სულ ვსაყვედურობდი ბიძიას ნუ მეძახითქო... ძალიან ზრდილი, კეთილი, ხალასი, ბედნიერი ოჯახიდან, ჩემ თვალწინ გაზრდილი, ჩემი ბიძაშვილის ერთადერთი შვილი 15 წლის დათა.

არ მეგონა თუ ამ დროში ისევ კლავდნენ ტელეფონისა და ქურთუკისათვის. ბავშვმა ცოცხალი თავით არ დათმო ტელეფონი და ქუჩაში დანით მოკლეს. ქურთუკი კი გახადეს და თან წაიღეს. მკვლელებიდან ერთი არასრულწლოვანია რომელსაც თურმე ადვოკატი ჰამლეტ ვაშაკიძე დაიცავს (არ ვიცი ეს ის ვაშაკიძეა თუ არა 2009 ში თაღლითობისთვის რომ დააკავეს) დაიცავს ასევე ძალიან ლმობიერი ახალი არასრულწლოვანთა კოდექსი, მეორე დამნაშავე ამ მკვლელობის ჩადენამდე ორჯერ დაჭერილია სხვა დანაშაულზე, მაგრამ უნიათო პროკურორმა ვერ დაუმტკიცა და დამნაშავე გარეთ აღმოჩნდა, ხოდა ალბათ უნდა გრძნობდეს ის პროკურორი მორალურ პასუხისმგებლობას რადგან ამ ნაბიჭვრებმა ოჯახს და უახლოეს ადამიანებს 15 წლის დათა მოგვიკლეს.

P.S. პროკურატურავ 17 ეპიზოდიდან დამნაშავეს რომ ვერცერთს დაუმტკიცებ უნდა წახვიდე, რომ თქვენი არაპროფესიონალიზმით სხვა ოჯახი არ დაღუპოთ", - წერს დარსალია.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ნაძალადევის რაიონში გასულ კვირას მოკლეს. მკვლელობა ცივი იარაღით იყო ჩადენილი. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ორი პირი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს