"რა რომანტიკაა! ოჯახთან ერთად ვსხედვართ და ბავშვობას ვიხსენებთ” - ანიტა რაჭველიშვილი უშუქობამ შეაწუხა

"რა რომანტიკაა! ოჯახთან ერთად ვსხედვართ და ბავშვობას ვიხსენებთ” - ანიტა რაჭველიშვილი უშუქობამ შეაწუხა

უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება უშუქობის გამო წუხს და "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

"რა რომანტიკაა! ოჯახთან ერთად ვსხედვართ და ბავშვობას ვიხსენებთ და იცით რატომ? საბურთალოზე შუქი არ არის ისევ! დიდი მადლობა ბატონო კახა. მე-9 ბლოკის გათიშვას როდის ველოდოთ? ხვალაც გათიშავენ ნეტავ?! წყლის მომარაგება უკვე დავიწყე, ხვალაც თუ ჩაქვრა შუქი გენერატორსაც შევიძენთ!

გაგებით მივეკიდოთ!

#გამყიდველი #მოღალატე #მთავრობა

#შუქიმოვიდააა #უშუქობა #ფეხბურთიდაენერგეტიკისმინისტრობა”, - წერს ანიტა რაჭველიშვილი და საკუთარ პოსტს სახალისო ფოტოს ურთავს.

"რა სიმწრით მახსოვს ეს წლები...ირანული "კეროსინკები", ნავთის ლამპა, ფანჯარაში ყურება იმ იმედით მეზობელ კორპუსებს თუ მისცეს შუქი, ესე იგი ჩვენც მალე მოგვცემენ....არ მეგონა თუ ისევ დაგვაბრუნებდნენ იმ ეპოქაში..." - ვკითხულობთ ანიტას პოსტის კომენტირებისას.

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს!" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი?

"რეალურად, გვერდს მართავდა ჩემი ძმა..." - რას წერს გაბრიელ წულაია "ოცნებასთან" ასოცირებულ "ფეიჯზე", რომელმაც სახელი შეიცვალა?

"შენ არავინ ხარ... წადი, დაბრუნდი თურქეთში" - აეროპორტში მესაზღვრემ უცხოელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ მოკვლევა დაიწყო