სააკაშვილი - არსებობს თიკო ბურჯალიანი, რომელიც არავიზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი

სააკაშვილი - არსებობს თიკო ბურჯალიანი, რომელიც არავიზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი

არსებობს თიკო ბურჯალიანი, მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავიზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის მეორე ყრილობაზე ჩართვისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავამ პარტიის ქალთა ორგანიზაციას ახალი სიცოცხლე ჩაბერა.

"პრაქტიკულად ყველანი ვდაგვართ თქვენს ენთუზიაზმზე, თქვენს თავდადებაზე, თქვენს ერთგულებაზე, თქვენს ინტელექტზე, თქვენს გამბედაობაზე და იმაზე, რომ თქვენ ვერავინ დაგაშინებთ და სწორ გზას ვერ აგაცდენთ. რადგან გარდა ყველაფრისა, გაქვთ სწორი ინტუიცია და სწორი ინსტინქტები, რაც შეიძლება სხვებს არ ჰქონდეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა თავის დროზე, რომ საქართველოს მთავრობაში, პარლამენტში, ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ყოფილიყვნენ მაქსიმალურად წარმოდგენილები ქალები.

"ამის გამო ძალიან დავზარალდი კიდეც. ხანს რას გვიგონებდნენ და ხან - რას. მე მახსოვს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, ტრიბუნაზე ვდგავარ, იქ წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობა - რამდენიმე ქალბატონი, ძალიან ღირსეული, ძალიან წარმატებული, პარლამენტი - თავისი არცთუ ისე ბოლომდე წარმატებული თავმჯდომარით, როგორც მოგვიანებით გაირკვა. სიმართლე არის ის, რომ მე მართლაც დიდ პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ და მაშინაც ეს საუბარი იმის გამოვლინება იყო, რომ უნდა ეთმაშა თუ არა ქალს დიდი როლი საზოგადოებაში. საქართველო მაშინ საბოლოოდ და შეუქცევად წავა წინ, როცა ქალის როლი ის კი არ იქნება ფორმა, რომ მოდი, ფასადისთვის გვყავდეს წინ, არამედ რეალურად იქნება გადამწყვეტი და ჩამოყალიბეული, რადაგ დედის ინსტინქტი მაინც ის არის, რაც სჭირდება ყველაზე მეტად რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას. საქართველო არის ცუდ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა. ბოლო დღეებში თქვენ ნახეთ, ისევ რაც ხდება "რუსთავი 2"- ზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ კონტექსტში მან იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის არის მსოფლიო მასშტაბის და მსოფლიო კლასის იურისტი.

"სირცხვილია, რომ თიკოს უხდება მთელ მსოფლიოში სიარული, პრაქტიკულად ვერ ჩამოდის საქართველოში. მსოფლიო მასშტაბის და მსოფლიო კლასის იურისტი, კვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ცარიელი ხელებით მოუგო რუსეთს რამდენიმე სარჩელი საერთაშორისო სასამართლოებში", - განაცხადა სააკაშვილმა

მან აქვე ისაუბრა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე. სააკაშვილის თქმით, თეა წულუკიანის ფუნქცია არის რომ როგორმე საქართველო გამტყუნდეს საერთაშორისო სასამართლოებში.

"პრაქტიკულად, ხელოვნურად შეწყვიტეს გამოძიება მაგალითად, ჰააგის სარჩელებზე, რომ იქნებ ქართველი ჯარისკაცები გაამტყუნოს ჰააგის სასამართლოში და ა.შ. ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ. არსებობს თიკო ბურჯალიანი - საქართველოსთვის დამშვრალი და მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავისზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, რომელიც რატომღაც მთელ მსოფლიოზე გაბრაზებას საქართველოზე იძიებს შურს თავის პატრონთან ერთად", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს