Facebook-ზე ე.წ. ციანიდის საქმის დეტალებსა და სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ეხმაურებიან

Facebook-ზე ე.წ. ციანიდის საქმის დეტალებსა და სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ეხმაურებიან

დღეს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ე.წ ციანიდის საქმის გამოძიების შუალედური შედეგები გააცნეს საზოგადოებას. პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძის ფარული ჩანაწერიც გამოაქვეყნა. თითქმის 18-წუთიან ჩანაწერში მოქმედება სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს და ვიდეოში ასახულია საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძის და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს შორის.

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერსა და გამოძიების შედეგებს სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ.

იხილეთ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები

თამარ ჩერგოლეიშვილი:

და როგორც თავიდანვე ცხადი იყო, არანაირი მასალა, რომელიც გიორგი მამალაძის ბრალეულობას დაადასტურებდა ეკლესიის მაღალიერარქის მკვლელობის მცდელობის საქმეში, არ გააჩნიათ.

მხოლოდ ის დაამტკიცეს, რომ თავიანთი ელისო კილაძე ყავდათ მიშვებული პროვოცირების მიზნით. წერდნენ. აყბედებდნენ.

ნიკა ქავთარაძე:

ისე ადრეც რომ ყოფილიყო ტექნოლოგია განვითრებული, შეიხედავდი იუდას ბრაუზერში, იპოვნიდი "ღალატი", "ღალატის ფასი", დეიჭერდი ეგრევე და გადაარჩენდი იმ ანგელოზივით კაცს.

კოკო გამსახურდია:

ვუსმინე პროკურატურის პრესკონფერენციას "ციანიდის საქმეზე" და როგორც ველოდი, დიდად წინ ვერ წავედით, შესაბამისად კითხვები არ მოხსნილა:

1. ის, რომ თავისი კერძო კომპიდან დეკანოზი ღამის საათებში მუშაობდა და შედიოდა google-ში, საეჭვოა, რადგან თავისუფლად ხდება სატელეფონო მოსმენების პრინციპით ხაზზე ჰაკერული დაჯდომა და შესაბამისი მისამართით ოპერაციების შესრულება. შედეგი: ისე გამოჩნდება, რომ სწორედ ეს პიროვნება ეძებდა რაღაცას. ასეთი შემთხვევები ჩვენს ქალაქშიც ყოფილა. სუს-ს და სამართალდამცავებს, თუკი სათანადო ნება არსებობს, ეს წესით არ უნდა გაუჭირდეთ.

2. ზოგადად თუ ვიტყვით, ყოვლად უსიმპატიოა სამღვდელო პირისგან ასეთი მოჟარგონო სლენგებით საუბარი ("დასაბრედია" და ა.შ.) მაგრამ წარმოიდგინეთ, თბილისში დღეში რამდენი ადამიანის პირიდან ამოდის მსგავსი ტექსტი გინებასთან ერთად? აბა ყველა დასაჭერი ყოფილა. თვითონ დეკანოზის თანამოსაუბრე ირაკლი მამალაძეზე რამდენი პირიდან ამოვიდოდა ასეთი "კურთხევა"? და ვინც იცის, როგორც სძაგს შორენა არაერთ ეპისკოპოსს თუ სამღვდელოს, გასაკვირიც არაა პრინციპში გამოხატვის ეს ფორმა. (თან სძაგთ, თან მაინც ყველას ურჩევნიათ, რამდენადაც მუნჯის ენა დედამ იცის. დედა კი შორენაა)

3. დეკანოზმა ჩემოდანი 6 საათის დაგვიანებით მიიღო. თუ წინასწარ ჰქონდათ ეს ინფორმაცია, რაში დაჭირდათ 6 საათი? პრინციპში 10 წუთში შეიძლებოდა კამერების წინაშე, კანონით გათვალისწინებული პროცედურით ყველაფრის მოგვარება. ამ შემთხვევაშო 6 საათის მანძილზე ვთქვათ, ომბუდსმენის კამერის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო ეს ჩემოდანი, და ამ შემთხევევაში არაფერი იქნებოდა საეჭვო. მოკლედ ან 10 წუთი, ან ობუდსმენის კამერის კონტროლი.

4. ეს საქმე უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სადაც ყოველი მსაჯული იტყვის თავის აზრს. პროცესი უნდა იყოს აბსოლუტურად საჯარო.

ივანე გოლიაძე:

გუგლითა შენითა მოიპოვე განსაწმენდელი შენი, ცოდვათა ამა ქვეყნისათაანაააააა...

მიშა კაჭკაჭიშვილი:

კაცმა ისე უნდა იცხოვროს, Googl-ში არ დაჭირდეს შესვლა..

მტერი შევიდეს დღეის შემდეგ Googl-ში, წავალ  "სიტყვა და საქმეში" მოვძებნი.

ია ვეკუა:

ვაღიარებ, რომ სხვადასხვა დროს გუგლის საძიებოში ჩამიწერია: ჯადო, წყევლა, შხამი, პრეზიდენტი, ტერაქტი, ლელა კაკულია, თეთრი სახლის გეგმა, მანძილი ლონდონიდან ბომბეიმდე, პარტიარხი, თუ კატა ატეხილია, პაჩებნიკი, ოლიგარქი, სოლოლაკი, როგორ გავთხოვდეთ, ავიაბილეთები გერმანიაში, star trek და ა.შ.

ნინო ჩიჩუა:

ასჯერ დაფიქრდი, ერთხელ და-Google-ლე

გიორგი ჯანელიძე:

მომეწონა. ის 5000$ ონლაინსესხიც რომ აეღო იქვე, უფრო ეფექტური იქნებოდა.

ის კლიკი წარმოვიდგინე, orthodoxy.ge-დან otravlenye.net-ზე რომ გადახტები.

თამარა კარელიძე:

გუგლი და სამღვდელოება <3

დავით ნინიკაშვილი:

სასულიერო მამალაძეზე არ მჯერა, საერო მამალაძეზე მჯერა, იზამდა

რომან კუსიანი:

ფულის გამომგზავნი და ციანიდის მიმწოდებელი თუ არ გაირკვევა, მაშინ ყველაფერი დაირღვევა.

ირაკლი გაფრინდაშვილი:

ენდე, თუ არ არის კომპიუტერი და გუგლი ეშმაკის მოგონილი.

გოგა ბოჭორიშვილი:

ციანიდი პოსლეზე ეს მხოლოდ საქართველოში მოხდებოდა ლუციფერის ვაჭარ მკვლელები

ლელა შუკვანი:

საქართველოს პროკურატურას! - ციანიდი უნდა დავგუგლო და რამე ხომ არ მემუქრება ძიებაზე? ციანიდის ძიების დეკრიმინალიზაციას მოვითხოვ

თარხან გასვიანი:

გუგლის ისტორია როგორ წავშალო))) ნატრიუმის ციანიდი კი არა ჩრდილოეთ კორეის მთავარი ატომური სადგურის B კორპუსის ინჟინერიც მყავს ლამის დაგუგლილი

ლია ცავაძე:

დავგუგლოთ ყველამ ციანიდი პროტესტის ნიშნად! გუგლით რაიმეს მოძიება დანაშაული არ არის!

ქეთი სესიაშვილი:

ეხლა ველოდები ნაციონალ მეუფეების საჩივარს სტრასბურგში ციანიდი საქართველოს წინააღმდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს