"ბათუმის ღამის ხანძრების შუქზე ბევრი რამ გახდა ნათელი..." - ვის კვალს ხედავს სალომე ზურაბიშვილი მომხდარ არეულობაში

"ბათუმის ღამის ხანძრების შუქზე ბევრი რამ გახდა ნათელი..." - ვის კვალს ხედავს სალომე ზურაბიშვილი მომხდარ არეულობაში

პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დამოუკიდებელი დეპუტატი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოში ქვეყანაში ხალხის ასე სპონტანურად გამოვარდნა და შეკრება არ ხდება, ეს ყველაფერი ვიღაცის ორგანიზებულია და "პროვიკაციის სუნი ასდის". ზურაბიშვილი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ პოსტში ასეთ მოსაზრებას ავითარებს (სტილი დაცულია):

"...ქვეყნის საზღვრებს რო გავცდეთ არ გხვდებათ თვალში უცნაური დამთხვევა: დესტაბილიზაციის პირდაპირი მცდელობა მაშინ როცა საქართველომ მიიღო ევროპისგან ვიზალიბერალიზაცია, როცა რუსთავი 2-ზე შექმნილ ისტერიკამ ევროპის მხარდაჭერა ვერ შეასუსტა? ვის აწყობს აჭარაში არეულობა და ეთნიკური შუღლზე თამაში? სოლიდარობას რომ აცხადებს ის პარტია ნუთუ ვერ ხვდება ამას, თუ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს საკუთარ რევანშიზმს ან კიდევ მეზობლის გეგმების შესრულებას?..

...2-0 - რუსთავი 2 ს გეგმა ჩაეშალათ (გამარჯვება სტრასბურგის შეჩერება კი არ იყო, რო იზეიმეს წაგებულ ომსავით - არამედ ის რომ ვერ წამოაგეს ხელისუფლება; და იმედის მსგავსად მათ არც შეუჩერებიათ, არც დაუშლიათ და საერთოდ არაფერი უმოქმედებიათ უზენაესი სასამართლოს განაჩენის შედეგად... ამ დროს კი რ2-ს შეგირდები უცხოელებს აფრთხილებდნენ კულარულად, რომ მზადდებოდა ღამით თუ დილით 8 მარტსვე შევარდნა.

- გუშინ ღამ ბათუმის გეგმა ჩაეშალათ. თუმცა, ყველაფერი მზად იყო - ჯერ საზოგადოებრივი მოულოდნელი პროტესტი (რომელ და ვის მოქმედებით გამოწვეული ეს სერიოზულად გამოსაძიებელია თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტების შიგნით) და შემდეგ, სრულიად უცხოდ საქართველოსთვის, ორგანიზებულ ვანდალიზმი (1989 წლიდან რომ არ გვინახია. 2009 წლის ჩვენ ას დღიან აქციების ბოლოს ვწერდი კიდევაც თუ როგორი მშვიდობიანი უნდა იყოს ერი, რომელიც ამდენ ძალადობის მიუხედავად არც ერთი მანქანის შუშა თუ ვიტრინა არ ჩამოულეწავს). აქაც გამზადებულ ხაფანგში არ/ვერ ჩაითრიეს ხელისუფლება : ახალგაზრდების დარბევა, ნაციონალების უკვე გამოცხადებული სოლიდარობა (თბილისის, რუსთავის ქუჩებში), თურქეთის საზღვარზე დესტაბილიზაციით აპელირება, და მსოფლიო თანამეგობრობისთვის მიმართვების დაგზავნა! მთელი ღამე კი უძახეს სამართალდამცველებს უნიათო უმართავი სიტუაციის წინაშე მაგრამ დარბევაზე და გადამეტებულ ძალის გამოყენებაზე ვერ აიყოლიეს.

ასევე წაიკითხეთ: როგორ ეხმაურებიან ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში"

ორივე შემთხვევაში თუნდაც გათვლა იყო შიდა უკმაყოფილების მაშტაბურ პროტესტად ქცევა და გარეთ ხელისუფლების ერთი წარმატების სიმბოლურ და პოლიტიკურ დონეზე ანუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ანუ ქვეყნის დისკრედიტაცია.

ამ ყველაფერზე ოპოზიცია და მისი რუპორები (მართლაც ლუსტრაცია) წავიდნენ ღიად! ბათუმის ღამის ხანძრების შუქზე ბევრი რამ გახდა ნათელი ... მესამე რაუნდი ეხლა იწყება: როგორ მოერევა ხელიუფლება ამ ახალ გამოწვევას: გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად (ამდენი დაუსრულებელი გამოძიების ფონზე! ამდენი ჩაბუდებული დივერსანტი სახელმწიფო სტრუქტურებში), მტკიცებულებელი ისეთი დონის იყოს რომ გარეთ და შიგნით უპასუხო კითხვები არ დრჩეს, და ყველა ისე დაისაჯოს როგორც ეკადრება სახელმწიფოს.... თუმცა ვერ უნდა გადაიყვანონ, რაც არ უნდა ამას საზოგადოების შეურაცხყოფილი ნაწილი - და გასაგებად- ითხოვდეს, სამართლებრივ ჩარჩოს გარეთ. და ეს იქნება 3-0!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს