ლელა კაკულია ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე - "ეს ყველაფერი ლამაზადაა დაგეგმილი!"

ლელა კაკულია ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე  - "ეს ყველაფერი ლამაზადაა დაგეგმილი!"

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" ქვეყნდება ამონარიდები იმ წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც ბათუმში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება:

"მხოლოდ ორიოდე წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, წარსულში წარმოითქვა და ასევე წარსულში არაერთხელ გამოქვეყნდა გაზეთებშიც და ქალბატონი ლელას სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) გამოცემულ წიგნებშიც.

გამომდინარე იქიდან, რომ მავანმა წაქეზება და ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობა არ დაგვწამოს, ადმინისტრაცია თავს იკავებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების შესახებ ჩაწერილი წინასწარმეტყველებების თავიდან გავრცელებისგან.

1999 წელი, 19 იანვარი, დილის 10 საათი.

აჭარაში მოულოდნელი ამბოხება იქნება. თბილისიდან აჭარაში მორბენალი მთავრობის წარმომადგენლები, ისინი, ვისაც კარიერა აინტერესებს, ორმაგ თამაშებს თამაშობენ და ზუსტად ეს თამაში გამოიწვევს აჭარაში არეულობებს და ამბოხებებს. ეს ყველაფერი ლამაზადაა დაგეგმილი!!!

2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი.

ვხედავ, აჭარაში სიტუაციები უკიდურესად დაიძაბება და ყოველივე დაიწყება აქედან. თუ ხალხი მასიურად გამოვა გარეთ, არის ბრძანება: "დაშალეთ!" ძალას მიმართავენ, ცრემლსადენ გაზსაც გამოიყენებენ და სხვა ყველაფერსაც!

2005 წელი, 13 იანვარი.

ვხედავ ტერორებს. საპატრულო მანქანები ფეთქდება. არავინ ნებდება და აღარც არავის ეშინია. ბევრი პოლიციელი დაშავდება...

2012 წელი, 15 ოქტომბერი.

საქართველოში ბევრი არაფერი იცვლება. ანუ ის, რაც საჭიროა ქართველი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, ზუსტად ის პოლიტიკა კი გატარდება, მაგრამ ფრთხილად, დემოკრატიის თამაშში უდიდეს შეცდომებს ვხედავ!!!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს