"მსგავსი მტრობა არც გამიგია" - რა მიმართვას ავრცელებს ნიკო გომელაურის მეუღლე

"მსგავსი მტრობა არც გამიგია" - რა მიმართვას ავრცელებს ნიკო გომელაურის მეუღლე

მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის მეუღლე, ნინა ჩოდრიშვილი სოციალურ ქსელში იმ ადამიანის შესახებ წერს, რომლებიც გომელაურის პოეზიას ამახინჯებენ, ტექსტებში სიტყვებს ცვლიან და საავტორო უფლებებს არღვევენ:

"საქმე საკმაოდ უსიამოვნო და სერიოზულია. ბევრი წელია ინტერნეტში დიდი რაოდენობით ვრცელდება ლექსად ნახსენები გაუგებარი წარმოშობის ქმნილებები, რომლებსაც ნიკო გომელაურის სახელს არქმევენ. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი მტრობა არც გამიგია.

ნიკო თავის თავს ვერ დაიცავს, ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენ - მე და მისმა ახალგარდა გულშემატკივრებმა. არსებობს ინტერნეტში გვერდები, რომლებიც დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ავრცელებენ ამ არა ნიკოს ლექსებს, პულს ცვლიან ნიკოს ლექსებში რატომღაც სიტყვებს, შეცდომითაც ბეჭდავენ. როდესაც მათ ვთხოვეთ, რომ ყურადღებით იყვნენ, პასუხად დაგვბლოკეს.

სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მოგმართავთ თქვენ დიდი თხოვნით, მათ, ვისაც ნიკო უყვარს, ვინც კითხულობს ნიკოს ლექსებს იხელმძღვანელოთ გვერდით, რომელიც სახელით "ნიკო გომელაური ოფიციალური" არის ცნობილი და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც არ უყვართ უპატიოსნო, არამზადა ადამიანები, რომლებიც ასეთ ცუდ და საზიზღარ საქმეს ეწევიან".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს