დიმა ობოლაძის ვაჟი მამის კრიტიკოსებს პასუხობს: "დასვეს გადაცემა შუადღეში, რომელიც მის პროფესიას არ შეესაბამება..."

დიმა ობოლაძის ვაჟი მამის კრიტიკოსებს პასუხობს: "დასვეს გადაცემა შუადღეში, რომელიც მის პროფესიას არ შეესაბამება..."

სპორტული ჟურნალისტის დიმა ობოლაძის ვაჟი ბუკა ობოლაძე მამის "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადასვლის შემდეგ მის წინააღმდეგ წამოსულ აგრესიას "ფეისბუქის" პოსტით ეხმაურება.

"სპორტული ჟურნალისტი-კომენტატორი: ჩემპიონთა ლიგა, რომელიც 18 წელი მიყავდა, დაუხურეს?! დაუხურეს. საფეხბურთო გადაცემა სპორტ თაიმი 2-ჯერ დაუხურეს?! დაუხურეს. საფეხბურთო ღამე დაუხურეს? დაუხურეს. დასვეს გადაცემა შუადღეში, რომელიც მის პროფესიას არ შეესაბამება. თავისი საქმის კეთება სადაც შეუძლია იქ მიდის. ხალხის აზრი? მოღალატე ბიძინას მონა. სხვისი კრიტიკა კარგად გამოსდის ამ ხალხს ჯერ საკუთარ ცხოვრებას გადახედეთ. იქ წავიდა, სადაც თავის საქმეს გააკეთებს" - წერს ბუკა ობოლაძე "ფეისბუქზე".

იხილეთ მამა-შვილის ერთობლივი ფოტოალბომი

შეგახსენებთ, დიმა ობოლაძის მიერ "რუსთავი 2"-ის დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სპორტულმა ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ "იმედში" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელად გადავიდა სამუშაოდ. "თვეების მანძილზე მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ აქამდე არ დავთანხმდი. უკეთესი პირობები შემომთავაზეს და დავთანხმდი", - განაცხადა ობოლაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს