ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
11:22 / 18-03-2017
"როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან?" - რა კადრებს ავრცელებს ანა მარგველაშვილი
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას და ვიდეოს ავრცელებს. როგორც ანა მარგველაშვილი წერს, კადრებში ჩანს მისი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი, რომელსაც "ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი". კადრებზე ასახული არიან თათარაშვილი და პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომლებიც ერთმანეთს უღებენ ვიდეოს, ჯიბეებს იჩხრეკენ და აჩვენებენ კადრში, რომ არაფერი უდევთ.

"ჩემს მეგობარს მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი სურამის გზატკეცილზე ყველანაირი ახსნის გარეშე!! ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც არის გადაღებული ჩადებამდე 2 დღით ადრე, სადაც ჩანს, რომ ის ფლობდა ინფორმაციას მისთვის სავარაუდო ჩადების შესახებ!!!!! როდემდე უნდა
ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან? გთხოვთ გაავრცელოთ!!!!!!" - წერს ანა მარგველაშვილი.

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ მიხეილ თათარიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მარტს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარია. მას 18 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

გოგოჭურის განცხადებით, ის რიკოთის უღელტეხილზე თათარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გოგოჭურის თქმით, ამის შემდეგ თათარიშვილი "პრადოს" მარკის ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ მოიხმარს და მას სუბოტექსი არ ჰქონია.
You must have Flash Player installed in order to see this player.
15:20 / 21-03-2017
sofo
0
მამაშენმა შენ განათლებაზე იზრუნოს ის ურჩევნია ინტრიგანობას
12:35 / 20-03-2017
ნაია
0
რა დაგიშლიდათ ამ ვიდეოს გადაღების შემდეგ შებრუნებულიყავით და აგეღოთ რამე? ჩემი შენ გითხარიო და საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა..
მსგავსი სიახლეები
+PHOTO| პრეზიდენტმა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად რუსთაველზე გაისეირნა
ანა მარგველაშვილის მეგობარს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს
"მითხრეს, რომ ჩაუდეს რაღაცა ფხვნილი თუ წამალი"
რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება მაკა ჩიჩუას შვილი მაშო ჩიჩუა
"მათი დაკითხვა ოჯახის, ახლობლების ნებართვით შესაძლებელია"
"ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა"
PHOTO+VIDEO| გოგოჭურის გვარი აქამდეც არაერთხელ ფიგურირებდა სკანდალურ საქმეებში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:41 / 27-07-2017  Image პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
10:44 / 27-07-2017  Image მაკოლეი კალკინის უცნაური ამბავი: "მარტო სახლშის" ვარსკვლავი 36 წლის ასაკში გაახალგაზრდავდა
მაკოლეი კალკინი დიდი ხანია კინოკრიტიკოსების და რეჟისორების რადარებიდან გაქრა
15:16 / 27-07-2017  Image "ფეისბუქი" ქართულენოვან თანამშრომელს ეძებს
ეს პოზიცია სრულ განაკვეთზეა და დუბლინის ოფისში მდებარეობს
10:05 / 27-07-2017  Image ბადაგონის დიდი ოქრო!
ვულოცავთ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას!
20:26 / 27-07-2017  Image "მინდა, ნენსი რეიგანის მსგავსი ცოლი ვიყო" - რომელი მწერლის ნაჩუქარ ჯვარს ინახავს მარიშკა ჯავახაძე
"არ არსებობს დღე, რომ 1 გვერდი მაინც არ წავიკითხო"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49