ბერა ივანიშვილი ნუგზარ წიკლაურის ბრალდებას პასუხობს

ბერა ივანიშვილი ნუგზარ წიკლაურის ბრალდებას პასუხობს

საქართველოს ექს-პრემიერის ვაჟი ბერა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის ბრალდებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც ბერა ივანიშვილის "უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შს მინისტრმა პოლიციის ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლა"

"მოგესალმებით ყველას, მინდა პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს... მომხდართან არც მე და არცერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს.

მუდამ თქვენი ბერა"

ნუგზარ წიკლაურის მტკიცებით, შარდენზე კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება ბერა ივანიშვილმა მოითხოვა, რასაც პოლიციელები არ დაემორჩილნენ.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ინცინდენტის გამო პოლიციის ცხრა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს