გია მაისაშვილი: "მორიგმა ტომოგრაფიამ კვლავ სტაბილური შედეგი გვიჩვენა"

გია მაისაშვილი: "მორიგმა ტომოგრაფიამ კვლავ სტაბილური შედეგი გვიჩვენა"

გია მაისაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს მორიგმა ტომოგრაფიამ კვლავ სტაბილური შედეგი გვიჩვენა, ის ავად სახსენებელი არ გაზრდილა. 30-ში ლონდონში მივდივართ 10 დღით, ამდენი ხნის მონატრებული შვილების სანახავად. შალვა, 14 წლისაა და ერთი სული აქვს სანამ დამეტოლება და სიმაღლეში გამისწრებს. წინა ჩასვლაზე მხოლოდ ერთი სანტიმეტრითღა ვუსწრებდი. ახლა კი მეუბნება,"უკვე გაგისწარიო". ჩემთან ფეხბურთის სათამაშოდ (ჩვენი საყვარელი გართობა იყო) ემზადება. ის არ იცის, რომ ძველებურ ფორმაში ვეღარ ვარ. რაღაც უნდა მოვიმოქმედო, თავი რომ არ შევირცხვინო. ბიჭებს რომ მამა ყველაზე უძლეველი ჰგონიათ, იმ ასაკშია ჯერ კიდევ. ნეტავ ასე იყოს და ეს სიმსივნეც ღვთის შეწევნით დაემარცხებინოს მამამისს. ჩვენი ყველას შვილების გამარჯვებისა იყოს, უდროო ობლობისგან დაიცავი ისინი, ღმერთო!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს