"ამ სიღატაკესაც ჰქონია თავისი ღირსება" - სად და რა პირობებში ცხოვრობს გია მაისაშვილი ამერიკაში

"ამ სიღატაკესაც ჰქონია თავისი ღირსება" - სად და რა პირობებში ცხოვრობს გია მაისაშვილი ამერიკაში

გია მაისაშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაში, ჰიუსტონში თავის ტვინის სიმსივნეს მკურნალობს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე გულშემატკივრებს საკუთარი საცხოვრებელი პირობების შესახებ უყვება:

"მრავალი გულშემარტკივარი მეკითხება თუ როგორ და სად ვცხოვრობ ამერიკაში. პასუხად მსურს ერთი მშვენიერი ამბავი ჰიუსტონური "კომუნალკისა" მოგითხროთ, რომლის სიკეთეც ისე როგორც მე და ჩემმა დამ, მრავალმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა და მადლიერებით აღივსო.

რადგან ჰიუსტონი მსოფლიო მედიცინის ერთ ერთი ყველაზე მოწინავე ცენტრია, ჩვენსავით ჩამომსვლელიც ბევრი ჰყავს და ცხადია ჩვენსავით ბევრი შეჭირვებულიც. ამიტომ სავადმყოფოებთან ბევრი ორგანიზაცია თანამშრომლობს და მხოლოდ მათი პაციენტებისთვის აქირავებს შეღავათიანი ფასით თავიანთ კოხტა, გემოვნებიან საცხოვრებელს, რომელიც არის აღჭურვილი ყველაფრით რაც კი ოჯახს ესაჭიროება, ოღონდ გარდა ოჯახის პრივატული საძინებლისა და სველი წერტილისა, კარადისა და ა.შ. ყველაფერი კომუნალურია ანუ საერთო საზიარო - თანამედროვე დიდ სამზარეულოს და და სასადილო ოთახს, უზარმაზარ მისაღებ ოთახთან, ულამაზესმწვანე პარკთან ერთად, სადაც მხოლოდ მე ვვარჯიშობ ვიყოფთ ექვსი მსგავს მდგომარეობაში მყოფი ოჯახი. ერთი მთავარი დამავიწყდა, კომპიუტერის ოთახი და საკმაო ზომის ბიბლიოთეკა, რომელსაც ასევე მე ვიყენებ მხოლოდ, ჩვენი მეზობლები დიდად წიგნის მოყვარულები არ გახლავან, ათუმც ყველა მათგანი მოსიყვარულე და ადვილად საურთიერთო ხალხია. ყველა მთგანს მანქანა ჰყავს, ჩვენ არ გვაქვს მაგის ფუფუნება და ყველაფერი სხვაც გამოზომილი გვაქვს. ყველაზე დიდი შვება მაინც ჩვენი უახლოესი მეგობრები და ჰიუსტონში მცხოვრები ზურა ავსაჯანიშვილისა და ირაკლი გიორგბერიძის ოჯახებია, რომლებთან ხშირი ყოფნაც ერთი დიდი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა, გაჭირვების რომანტიზირება არ მსურს, მაგრამ ამ სიღატაკესაც ჰქონია თავისი ღირსება და ჩუმი კეთილშობილება. ამიტომ ადვილად მესმის იმ ხალხის ნოსტალგია, რომლებიც საბჭოთა დროს საერთო "კომუნალკებში" ცხოვრობდა და ახლაც იმ დროს იგონებს ტკბილად. ისე, ნეტავ თბილისში მქონდეს ასეთი პირობები".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს