ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 13:00 საათზე დაიწყო და განაჩენი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. "როსტოს" თავისუფლების 8 წლით, კურტანიძეს კი 5 წლით აღკვეთა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოიტანა. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში სცნო.

ამბავს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

არავინ არ მოუკლავთ, არ გააუპატიურებიათ, არ უყაჩაღიათ, ფული არ მოუპარავთ, არავინ არ გააუბედურებიათ, არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, და მაინც 8 წელი მიუსაჯეს როსტოს და 5 წელი კურტანას! ცოტათი მეტი აქვს მისჯილი მიხო ცხაკაიას მკვლელს, ადამიანს, რომელმაც იარაღი აიღო, დაელოდა მიხოს სახლში მოსვლას და მოკლა, ეჭვიანობის გამო! 8 წელი! იმ წყეული აბების გამო, ფუ!

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), მუსიკალური პროდუსერი:

ძალიან მიყვარხარ ჩემო როსტო. იმედი მაქ, ყველაფერი მალე უკეთესობისკენ შეიცვლება თქვენსკენ, ორივესკენ.

დავით კოვზირიძე, ტელეწამყვანი:

როსტოს 8 წელი, კურტანას - 5, ტიპებს ცხოვრება მოუსპეს. ეს ყველაფერი მარტო სახელმწიფოს ბრალი არაა - აგერ, ახალგაზრდა ადამიანები დგანან და სრული სერიოზულობით კიდევ ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკებზე უნდა დაიჭირო, რომ პლანი ტვინს აპატარავებს, რომ გენოფონდს სპობს, რომ ნარკომომხმარებელი ბანდიტია. ფაშიზმი, უცოდინრობა და ბოროტება მძვინვარებს ამ გულისამრევ ქვეყანაში

ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი:

იმის გამო, რომ ზოგიერთი ველური ავტომანქანას არასწორად მოიხმარს და არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ხშირად სხვის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს, ავტომანქანის გაყიდვა, შენახვა და მოხმარება უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა იკრძალებოდეს.

დღეს ორი ძალიან კარგი ადამიანი, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, ციხეში ჩასვევს ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო. მხოლოდ გივი სიხარულიძის, ჯონდი ბაღათურიას და დიმიტრი ლორთქიფანიძის გადმოსახედიდან ჩანს ეს როგორც დანაშაული. სამწუხაროა, რომ ჩვენი სახელმწიფო აგრეთვე ამ გადმოსახედიდან უყურებს სამყაროს.

ლექსო მაჭავარიანი, "ტაბულას" პროდიუსერი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:

მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

მუხლი 137. გაუპატიურება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.

მუხლი 177. ქურდობა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 1-დან 3 წლამდე.

მუხლი 178. ძარცვა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2-დან 3 წლამდე.

მუხლი 179. ყაჩაღობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 7 წლამდე.

მუხლი 223. უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

საბა ლეკვეიშვილი, ჟურნალისტი:

რა შეემატა სახელმწიფოს ამით?

რა შეემატა საზოგადოებას? უფრო უსაფრთხოდ შეგვიძლია ქუჩაში სიარული, იმის გამო, რომ ორი ახალგაზრდა, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია და თუ ვინმეს რამეს ავნებდა საერთოდ, ისიც მხოლოდ საკუთარ თავებს, 8 და 5 წლით ჩასვეს ციხეში?

რას მისცემს მათ ჩვენი პენიტენციური სისტემა? ეს ადამიანები ამ წლების შემდეგ გარეთ რომ გამოვლენ, უკეთესი პიროვნებები იქნებიან და საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის საფრთხე აღარ იქნებიან?

ეს არის სახელმწიფო, რომელშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება, რომელიც ასე წირავს ახალგაზრდებს, ართმევს მათ საუკეთესო წლებს და შესაძლებლობებს, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სხვანაირი გართობა მოსწონთ?

ეს არის დღეს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა?

სიტყვით, რომ გამოდიხართ ხოლმე და საზოგადოება მზად არ არისო, ნარკოპოლიტიკის შეცვლა ერის გადაგვარებას გამოიწვევსო და ა.შ. ასეთი "დანაშაულისთვის" ადამიანების ცხოვრების მოსპობა არ უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას?"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს