უგულავა არველაძეს: "ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი და ასეთად დარჩები... სადმე როცა გადამეყრები, ერთი "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ"

უგულავა არველაძეს: "ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი და ასეთად დარჩები... სადმე როცა გადამეყრები, ერთი "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ"

ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პარტიამ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო" მისალოცი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც პროცესის დაწყების თარიღებზე რამდენიმე შენიშვნა გააკეთა. პარტიის ტექსტს მათი ყოფილი თანაგუნდელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი არველაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:

"ევროქოცებს" შეგნებულად არ გეძახდით და არც ვაპირებდი. მაგრამ ის, რომ საქართველოს ევროპისკენ 2012 წლიდან დაუწყია სვლა მხოლოდ "ევროქოცს" მოუვიდოდა თავში.

ამიტომ ნათლობას გილოცავთ! ამ დიდებული განცხადების მერე ჩემ თვალშიც "ევროქოცები" გახდით..

თქვენი არჩევანია და არ შემიძლია პატივი არ ვცე... ორი დღეა ვიხვეწები მითხარით დადაობა ხო არ არს თქო და არ ყოფილა... საოცრებაა ღადაობის ნაცვლად..", - დაწერა გიორგი არველაძემ.

არველაძის პოსტს კომენტარებში მისი ყოფილი თანაგუნდელი გოკა გაბაშვილი გამოეხმაურა:

გოკა გაბაშვილი:

"ჯორჯ ვხედავ რა სიამოვნებით შეგყავს შენი თავი შეცდომაში. მილოცვის სრული ტექსტი ასეთია - "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო" ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს ულოცავს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას. 2009 წელს გამარტივებული სავიზო მიმოსვლით დაწყებული ეს პროცესი 2012 წლის ივნისში ვიზების ლიბერალიზაციაზე დიალოგად იქცა, 2017 წლის 28 მარტს კი წარმატებით დასრულდა. ეს მიღწევა დიდი შრომის და ბევრი ადამიანის თავდადების შედეგია და საქართველოს ყველა მოქალაქის დამსახურებაა. გილოცავთ ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას და გისურვებთ მეტ წარმატებას ევროპული საქართველოს მომავლისკენ".

გიორგი არველაძე:

"ეს damage-control რეჟიმში განცხადების პოსლეზე ჩასწორება გასაგებია, მარა 2012 წელს რო ახსენებ ევროპეიზაციასთან მიმართებაში უკვე სამარცხვინოა..

ისე სხვათაშორის, გიგი რომელ წელს დაიჭირეს? და რაც შეეხება ტროლს, მე არ მიღალატია არც მეგობრებისთვის, არც პრინციპებისთვის, არც მოგვიანებით არ გამიცნობიერებია თურმე რა ცუდი ყოფილა სააკაშვილი მაშინ როდესაც მის თანამებრძოლად გავატარე მთელი პოლიტიკური კარიერა. გულისტკივილით გიყურებთ, გისმენთ და გკითხულობთ და მაქვს ძალიან კონკრეტული, ჩემი პირადი დამოკიდებულება იმის მიმართ რასაც სჩადიხართ.. და მაქსიმალურად კორექტულად გამოვხატავ... თუ ეს ტროლობაა, მაშინ სიამაყით ვარ ტროლი. და ვინ რას ემსგავსება მაგაზე მეც მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ არ ვამბობ - შეურაცხყოფა რომ არ გამომივიდეს..."

გოკა გაბაშვილი:

"გიორგი - ვიზების ლიბერალიზაციაზე დიალოგი დაიწყო 2012 წლის ოთხ ივნისს. ამას რათქმაუნდა წინ უძღოდა მთელი ჩვენი წინა პერიოდის პროდასავლური პოლიტიკა. 2012 წლის 4 ივნისს მიშა იყო პრეზიდენტი. და გიგი რაზე გაგახსენდა? ის გიგი შენი დღევანდელი მეგობრების აზრით ბიძინას რო შეეკრა? იმ ურიცხვი უსიდისობების ფონზე რაც იკადრეთ და მართლა რამდენ მეგობარს და მეგობრობასაც უღალატეთ - მეც ვცდილობ რომ თავშეკავებული ვიყო. ოღონდ სიამაყით ნუ იქნები ტროლი და შეეცდები მამტკიცებიო რო დასავლეთთან ინტეგრაცია ქოცების დამსახურება არ მგონია - უფრო მაღალი წარმოდგენის ვარ შენ ინტელექტზე".

გიორგი არველაძე:

"ეს არასრული ვერსიაა? არასრული მარა პირველი..

თან გვაბოლებენ ეგ არ გვიგულისხმიაო... თან გვატყუებენ რაღაც "სრული ტექსტის" შესახებ, რომელიც მხოლოდ მას მერე გაჩნდა რაც ყველასგან დაიცინნენ.. და თან ჯიქურ გვიმტკიცებენ, რომ კითხვა არ ვიცით და წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოგვაქვს.. იქით ლანძღავენ ხალხს".

გოკა გაბაშვილი:

"ის, რომ ვიზალიბერალიზაცია 95% ჩვენი პერიოდის დამსახურებაა მაგის შეხსენებას ცდილობ?  - ტროლს ნუ დაემსგავსები. სხვამხრივ - მოკითხვა".

გიორგი არველაძე:

"ხოდა რატო იხდით მერე თავს დასაცინად? შეეშვით ამ თარიღებს  მემატეანეები ხართ თუ ისტორიის გამოცდაზე გგონიათ თავი? ევროპა გაგვეხარდა! ოკ! მარა ეს თარიღები შეგვახსენეთო ვინ გთხოვათ?  და თუ თარიღები გინდათ, 2003 წელს რუსთაველზე რო ვიდექით წვიმაში და გავიმარჯვეთ მაშინ დაიწყო საქართველოს ევროპეიზაცია და ჩემზე კარგად იცი ეს... ისე ჩემგანაც მოკითხვა.. მენატრებით ყველანი.. როგორებიც მახსოვხართ ისეთები...".

გოკა გაბაშვილი:

"ახლა კი ნამდვილი ტროლები დაგეხმარებიან".

კოლეგების დიალოგში ახალი მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ჩაერთო:

ფონიჭალაში ავტობუსის გაჩერებას ტანსაცმლის გასაყიდად იყენებენ  - "აცადეთ ვაჭრობა, რა დროს ტრანსპორტია"

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე