კერვალიშვილისა და რჩეულიშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენს "ფეისბუქში" ეხმაურებიან

კერვალიშვილისა და რჩეულიშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენს "ფეისბუქში" ეხმაურებიან

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. კერვალიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან:

ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი:

ოჯახის განადგურებით სამართალი აღსრულდა?! არ შეიძლება ასე.. ნუთუ სხვა გზა არ არსებობდა?!

ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი:

იცით რა მიკვირს?

ტოტალური დაუსჯელობის და ვოლუნტარიზმის ეპოქაში,სადაც ყველაფერი "ევროკავშირის"

მოთხოვნით და აშშს ელჩით ინიღბება,სადაც კაციჭამიები და ჯალათები ჯერ კიდევ მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ,

სადაც ნაც.მოძრაობა,

როგორც ფაშისტური პარტია არაა გასამართლე

ბული და კიდევ ბედავენ პარლამენტის ტრიბუნიდან ერი მოძღვრონ,

რაღა კირვალიძე-რჩეულიშვილის ოჯახი გახდა განტევების ვაცი?

უფრო მეტმა იპარა,

უფრო მეტმა ანგრია,

და რაღაც ვერ ვხედავ მათ გრძელ რიგებს გისოსებს მიღმა!

ცოტა უფრო დაკვირვება გმართებთ ბატონებო!!!!

მარიამ ტყებუჩავა, ჟურნალისტი

ბოდიში, მაგრამ ყველა, ვინც რჩეულიშვილების ციხეში ჩასმას აპროტესტებთ, უბრალოდ პიროვნული ურთიერთობებიდან , ადამიანური სიბრალულიდან გამოდიხართ და არა სამართლიანობის პრინციპებიდან. მე პირადად რჩეულიშვილების ოჯახის წევრებზე მეტად ერთი ქვირივი ქალი, ქეთი მეცოდება, რომელიც რამდენიმე წლის წინ , ამ თემაზე რეპორტაჟის მზადებისას გავიცანი.. ქეთიმ გაფართოების მიზნით საკუთარი ბინა გაყიდა, ფული დაამატა და დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებში გადავიდა ცენტრ-პიონტის ახალი ბინის მოლოდინში. დარჩა ჰაერში, მისი დედა ინსულტით გარდაიცვალა იმავე ნაქირავებ ბინაში... ეს ერთი ისტორიაა, როგორც ვიცი ბევრია ასეთი.

და ის რა უცნაური არგუმენტია, რომ მათი ციხეში ჯდომით დაზარალებულებს არაფერი ეშველებათ? ამიტომ დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელი არ უნდა მოიხადონ? დაზარალებულების შველას რაც შეეხება, ტეხავს სახლემწიფო, რომელშიც ამდენი ადამიანი ასეთი დაუცველია და დიახ, მათი საშველი გზაც უნდა გამოიძებნოს.

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი:

კერვალიშვილების და რჩეულიშვილების მთელი ოჯახი მაინც და მაინც ციხეში რომ არ ჩასვან, სხვა საშუალებები არა აქვს სახელმწიფოს და კანონმდებლობას ცენტრ პოინტის დაზარალებულთა კომპენსაციისთვის? ციხის და პატიმრობის გარეშე არანაირად არ შეძლება გამამტყუნებელი განაჩენი და ზარალის ანაზღაურება? ან მიშას რას ერჩოდით მაშინ და ან ადეიშვილს?

ირაკლი ბაკურიძე, გამომცემელი:

არ დავიჭიროთ, კაი ბიჭების ახლობელია, დიდი წრე ყავს, ბინები მაინც არ დაბრუნდება დაჭერით, დაჭერით ფულს ვერ დააბრუნებენ - ნულოვანი ტოლერანტობის შემქმნელებისგან. მოგ**ნთ სამართლიანობა, სერ

პ.ს. ციხისთვის ნებისმიერი მეცოდება, მაგრამ სელებრითების არდაჭერით ქვეყანა ვერ აშენდება.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

ვახო რჩეულიშვილი კვდება, უკვე გონება დაკარგა! მაია უმძიმეს მდგომარეობაშია კლინიკაში! გუკა პატიმარია! რუსუდანს დღეს პატიმრობა მიუსაჯეთ! თქვენ ხო არ გაგიჟდით?! და ჩვენც ხო არ გაგვიჟდით, ჩუმად რომ ვართ?!

ეჭვიც აღარ მეპარება, რომ რჩეულიშვილებზე ვიღაც პირად შურისძიებას ახორციელებს. აქამდე მეგონა რომ ეჭვი იყო. დღეს დავრწმუნდი! ნინო - აქციები, სადაც გინდა, როცა გინდა. აქ ვარ! ყველაფერში შენს გვერდით!

დაზარალებულებისგან მაინტერესებს, გგონიათ ბინები აგიშენდებათ? ან, მთელი ოჯახის დაკავება თქვენთვის შვებაა? მართლა მაინტერესებს. ანუ, სამართლიანობის აღდგენაა, ამოწყდეს მთელი ოჯახი, მიუხედავად იმისა რომ თქვენი ბინები მაინც არ აშენდება?თორემ დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს მეც ვიცი.

ნინო ჯღარკავა, ჟურნალისტი:

რა არის ეხლა ეს? არ შეიძლებოდა პირობითი სასჯელი?მთელი ოჯახის ციხეში ამოლპობა რა არაადამიანობაა. ქალები მაინც შეებრალებონათ. მე არცერთს არ ვიცნობ, არც არასდროს შეხებაც არ მქონია, მაგრამ ვიცი ბევრი ვისაც ქალბატონმა რუსიკომ სიკეთე გაუკეთა და ისინი რატომ არიან ჩუმად?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს